ალბათ ყველა მე-6-ელი ბლოგერი დავწერთ მე-6-ში ბოლო დღეებზე. დღეს ვისხედით დარბაზში ბავშვები და მომავალ ბანკეტზე ვყაყანებდით. დაახლოებით ისევ ისე სასტავი ვისხედით, რომლებიც სულ პირველ კურსზე, სულ პირველად პაიჭაძეს შევხვდით დარბაზში. ანისაც ვუთხარი, პირველი ლექცია გამახსენდა თქო.
პირველი ლექცია მართლა გამახსენდა. პირველ ლექციაზე, თამაზ ჯოლოგუამ თავისუფალი თემები გვაწერინა_ქართული ტელესივრცის შეფასება თუ რაღაც ამგვარი_მეოთხე კურსზე განახებთ და გაგიხარდებათო. მაშინვე მეგონა, რომ ამაზე მეტი რაღა უნდა ვისწავლო თსუ-ში, მე ხომ უკვე კარგად ვწერ-მეთქი. :)) მერე ჯოლოგუას ლექციები რომ გვიტარდებოდა, სულ მინდოდა ამ კაცისთვის ფოტო გადამეღო პროფილში. ფანჯრიდან შუქი შემოდიოდა და ჯოლოგუა კონტრაჟურში ჩანდა, მაგიდას ეყრდნობოდა სულ. 4 წელი აქ ვისწავლე და მაინც ვერ მოვახერხე ფოტოს გადაღება მისთვის.
ეჰ, ისე, რამდენი რამის გაკეთება გვინდოდა და მაინც ვერ მოვახერხეთ. პირველად მე-6-ში ჩემი ატესტატი და გრანტის მოწმობა რომ მოვიტანე, თვალში ლეგენდარული ჟურნალისტური კლუბის სამგანზომილებიანი სურათები მომხვდა. მაშინ იმდენად გულუბრყვილო ვიყავი, რომ ჩავთვალე, ასეთი კლუბი უკვე გვქონდა ჟურნალისტებს. მერე აღმოჩნდა რომ ეს კლუბი სარდაფში უნდა გაკეთებულიყო.
ხან ვის ვუცადეთ, ხან უფროსკურსელებს, ხან ლექტორებს, ხან შეცვლილ ადმინისტრაციას, მოკლედ ხან ვის და ხან ვის. არადა აღარ ეღირსა ამ კლუბს გარემონტება. ბოლოს, მეოთხე კურსზე, ჩემი ჭკუით, ბიზნეს-გეგმაც კი დავწერე, რამდენი რა დაჯდებოდა ამ კლუბის შეღებვა-გარემონტება-ტექნიკის მოტანა_რაც შემეძლო იაფად გამოვედი, მაგრამ ცივი წყალი გადამასხა ნათიამ_ამ კორპუსიდან ისედაც ვიბარგებით და ჟურნალისტური კლუბის იდეაც აუხდენელ ოცნებად დამრჩა.
ყველაზე მაგარ მოგონებად ნათელა დონაძესთან პირველი გამოცდა დამრჩება. როგორც წესი, ეს ქალი ჟურნალისტებს არაფრად გვაგდებდა და სოციოლოგებთან შედარებით, ყოველთვის დაბალ დონედ მივაჩნდით. მით უმეტეს, რომ მე, ერთ-ერთი აქტივისტი აღმოვჩნდი, როცა ჟურნალისტების ჯგუფმა მისთვის "იმპიჩმენტის" მოწყობა ვცადეთ. ეს რა თქმა უნდა არ გამოგვივიდა. გამოცდაზე სულ პირველი გავედი. კათედრაზე ავედი და იქიდან მოვყევი ბიუროკრატია და ნომენკლატურა :)))) (თან მაშინ ეს ორი თემა ჩემთვის "ჰოთ-ნიუსი" იყო :))) ). ამ დღიდან დავმეგობრდით მე და ნათელა დონაძე.
შემაჯამებელი ანგარიშივით გამომდის, არა? არადა, თითქოს, ძველ ფოტოებს ვათვალიერებ_ფუ რა ბანალური ვარ. მაგრამ ასე მინდა.
მე-6-ში ვისწავლე "ტიპობა". ლიტკაფეებში ჯდომა და გაუთავებლად ლაყბობა ბიტნიკებზე, ბევრი შოკოლადის ჭამა, ჩაის სმა და მერე იქ ჩაგდებული ლიმნის ბოლომდე შეჭმა, საჯარო ბიბლიოთეკაში ლიტერატურულ საღამოებზე სიარული და პროტესტის ნიშნად ძირს ჯდომა, ხელნაკეთი ნივთების ტარება, მონიტორზე ნოველების კითხვა, დომკინოში ფილმების წამოწოლილი ყურება (ანი, რა ერქვა იმ კაცს, ფეხები ჩამოწიეთ თორემ ფილმის ჩვენებას შევწყვიტავო რომ გვემუქრებოდა?), სასწავლო ლიტერატურის გაუთავებლად თარგმნა ინგლისურიდან ქართულად, 5 ლარზე დალევა დათრობამდე...
მოკლედ, ბევრი რამე ვისწავლე.
http://www.youtube.com/watch?v=FdD6RMICpfg აი ეს სიმღერა კი, უნის პირველ დღეს მახსენებს. მთელი დღე ამ სიმღერას ვუსმენდი, ახლაც კი მახსოვს. :)
ბევრი რამე გისწავლია :)
ReplyDeleteჩემთვის მეექვსე კორპუსი თავიდან იყო ძალიან უცხო და უინტერესო, იმიტომ, რომ ღამურებივით ვიყავით :ლოლ: არც ჟურნალისტები, აღარც - პიარისტები და კაი ხანი დაგვჭირდა, რომ ადაპტაცია გაგვევლო...
დავწერ მეც ერთხელ უნი-ზე.
აღარ მწყდება გული, მიხარია, აშკარად ამოვწურე მანდ ჩემი თავი, ახლა სხვა გზას უნდა დავადგე :)
ტკბილი მოგონებებიი:)ჯოლოგუა უსაყვარლესი ლექტორია:)coldplay-ს ეს სიმღერაც მიყვაარს:)
ReplyDelete