Friday, June 19, 2009

დეკორაციული სახლები და ფანჯრები

რიგაზე მინდა დავწერო. არაფერი დამიწერია, რაც ჩამოვედი, იმის მერე, ჩუმად ვარ. თანაც, პრინციპში, უახლოესი ადამიანების გარდა, მეგობრებიც არ დაინტერესებულან, როგორი იყო. არადა, რომ არ ვთქვა არ ვიცი. მუსიკასაც ვიცი რასაც დავადებ. ეგ სიმღერა სულ რომ ვკვდებოდე, მაინც რიგას გამახსენებს.
მე და სანდრო გამოვედით რიგის აეროპორტიდან დილის 6 საათზე. ისე ბნელოდა, თან ციოდა. ნოემბერი იყო, მაგრამ მაგათთან უკვე მაგრად ყინავდა. იქ ერთი მშვიდობიანი სკინჰედიც დავინახეთ. ეგრევე მოვცილდით.
მერე დიდხანს ვუმტკიცებდი სანდროს, მეთქი აქ რომ სახლებია, დეკორაციულია და სინამდვილეში შიგნით არავინ ცხოვრობს მეთქი. აბა შენი აზრით, ეს ხალხი სად ცხოვრობსო, ცინიკურად მეკითხებოდა. აი მეც ეგ მაინტერესებს. ისეთი გამომეტყველებით დადიოდა ხალხი ქუჩაში, გეგონება იმ სახლებში მართლა ცხოვრობდნენ!
მთელ ბალტიისპირეთში იმ 5 დღის განმავლობაში თუკი ვინმე წესრიგს არღვევდა მე და სანდრო, ანუ ქართველები ვიყავით. გადავდიოდით არასწორ ადგილებში, დავდიოდით ველოსიპედების სავალ გზებზე, ნაგავსაც არასწორად ვყრიდით (4-ნაირი სანაგვეა, ნაგავსაც ახარისხებენ :ვვ: ), იმხელა ხიდებზე ღამე გადავდიოდით, კიდევ კარგი დაყრუებას გადავრჩი! მდინარიდან ცივი ქარი უბერავდა და ხან ერთი ყური მეყინებოდა, ხან მეორე.
არსად არ იყო მთა კი არა, ზევით ასასვლელი, შემაღლებული მიწაც კი!
ვილნიუსში, ვილნიალეს ნაპირთან ხელოვნების რესპუბლიკა ვნახეთ, საკუთარი კონსტიტუციით (სანამ მე და სანდრო ინგლისურენოვან კონსტიტუციას ვეძებდით, რომ რამე გაგვეგო, ამასობაში მარტინმა დაგვიძახა, ჰეი გაიზ, რამე ხომ არ გეცნობათო და ქართულ ენაზე დაწერილი კონსტიტუცია გვანახა :))) ), გერბით, დროშით და სხვა სიმბოლიკებით. წარმოიდგინე, ამ პატარა ადგილას ცხოვრობენ მთელი ლიტვის ხელოვანები, მეცნიერები _ დადიან ველოსიპედებით და პაწაწუნა მანქანებით, თუმცა მათი სახლებიც დეკორაციებს ჰგავდნენ, უფრო მეტადაც კი, ვიდრე მთელი ქალაქის სახლები ერთად აღებული.
მთელი ვილნიუსი და რიგა დაორთქლილი ობიექტივით გადაღებულ ფოტოებად დამრჩა. ასეც იყო, იმ სიცივეში ფოტოაპარატის ობიექტივი განუწყვეტლად იორთქლებოდა. (მე ხომ სულელი ვარ, სახურავი სად დავკარგე, არ ვიცი :).
აი ეს სიმღერაც, რომელიც ყოველთვის რიგას და ვილნიუსს გამახსენებს, ჩემს "baltic dreams": http://www.youtube.com/watch?v=uOmdmO0v1oo

4 comments:

  1. ძაან მიყვარს ეგ ცივი ქვეყნები, მაგრამ თან მაშინებს, არ ვიცი რატომ, მაგრამ აი ასე. მგონია, რომ გავითოშები :ლოლ:

    ReplyDelete
  2. ნუ, მთლად ტყუილად არ გგონია :))))))

    ReplyDelete
  3. ბარემ იტალიაზეც მოყევი, პირადად მაინც არ მიყვები!

    ReplyDelete
  4. აბა არ გაინტერესებს და როგორ მოგიყვე :))))))))))
    :არდამჭრაშეგხვდებიდამოგიყვებისსმაილი: :წით:

    ReplyDelete

დააკომენტარეთ