Friday, June 19, 2009

ჩემო იღბლიანო კეშა :)

რაღაც წერილივით მინდა რომ მოგწერო. იმდღესაც ვლაპარაკობდით, იმ ფილმის გმირს მაგონებ თქო, "oh, lucky man"-ში რომ არის. მაშინ ვერ გითხარი წესიერად. თან არც გქონია ეგ ფილმი ნანახი.
ვახ, ვერ ვხვდები როგორ შეიძლება დავიწყო ამ წერილის წერა. თანაც შენთან ერთად სხვა ბლოგერებიც წაიკითხავენ და ისევ პოსტი გამოვა. nevermind.
მოკლედ, რა ხდება იცი ფილმში? ძალიან ენერგიული, ძალიან ოპტიმისტი, ძალიან მიმნდობი, ძალიან მონდომებული და ძალიან იღბლიანი ახალგაზრდა კაცი ინგლისის ოთხივე მხარეს მოგზაურობს. მოგზაურობს რა, ბედია ყველაფერი, ხომ გეუბნები. სხვათა შორის, კარგი ფილმია და უყურე, რაღა სხვათა შორის, მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია. :)) anyway, რაზე გავჩერდი. ჰოდა, დამოგზაურობს ეს ტიპი აქეთ-იქით, ჯერ ერთ-ერთი კომპანიის (როიალი ქვია როგორც მახსოვს, ყავას აწარმოებს) მარკეტინგის მენეჯერად ნიშნავენ, მერე საბჭოთა კავშირის აგენტობას დააბრალებენ და მაგის ბედზე აფეთქდება შსს (თუ რაცაა), მერე ავტოსტოპით მოდის და (აი ეს მეც მეხება, ავტოსტოპით მოგზაურობაზე რომ ვოცნებობ სულ, ყველას კი არ უნდა ჩაუჯდე, ვინც გაგიჩერებს:)) ) შემთხვევით ვიღაცა გიჟი მეცნიერის კვლევით ცენტრში ამოყოფს თავს (ვაიი მთელი ღამე ის საშინელებები მესიზმრებოდა მერე :))) ), მერე ვიღაც მუსიკოსებს გადაეყრება (ნეტა მეც ეგრე გადავეყარო ალან პრაისს და რაღა მიჭირს :)) ) შუაღამისას გზაზე, 5 წელი ციხეშიც იჯდება ფულის საზღვარგარეთ გატანის მცდელობის ბრალდებით, მერე ქრისტიანები ჩაქოლავენ, მერე ღატაკებს ეხმარება და ის ბომჟებიც ჩაქოლავენ, ერთ ქალს ფანჯრიდან აუხსნის, რატომ არ უნდა მოიკლას თავი და ფანჯრიდან გადავარდება, ის ქალი კი თავს მაინც მოიკლავს.. ჰოდა ბოლოს ბედი რეჟისორთან გაუღიმებს, რომელიც როლზე აიყვანს.
ჰოდა, რაღაც გაურკვეველი დასასრული აქვს, მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვერ ისწავლა ამ სულელმა ჭკუა და ისევ წრეზე ტრიალებს (ან ეს ამისი ბედია), მთელ ფილმს ალან პრაისის სიმღერები გასდევს. იმდღეს ვუყურე და მთელი ის 2 საათი სულ შენ მახსენდებოდი :)))
ანუ, ვერ მიხვდი ხო, რისი თქმაც მინდოდა შენთვის? :)) ასე კონკრეტულად ვერ გეტყვი, უბრალოდ, ხომ იცი, ყველაფერი ლოგიკურად სრულდება ხოლმე, შენ თვითონ უყურე ფილმს, მერე გაანძრიე ტვინი, მოფხიკე ინტელექტი (ვიცი, რომ ბევრი გაქვს ;) ) და მიხვდი რატომ გამახსენდი ამ ფილმზე.

ჩემო ძვირფასო, იღბლიანო კეშა :)

http://www.youtube.com/watch?v=MCsYDZ2M04M აჰა შენ ეს სიმღერა, მგონი მოგეწონება :) ;)

1 comment:

  1. loool

    შემოგევლე ირი

    ახლა ჩავუჯდები მაი ფილს, ან ნუ რავი ესე იგი ჩემ თავს ჩავუჯდები და მერე ოგახსენებ ჩემ იდეებს :)


    გამიხარდა ეს წერილი :)
    მადლობა დიდი, ჩემო მეგობარო :)



    ისე იმ ტიპს ჩემნაირი კარგი მეგობრები არ ეყოლება და თან ირინა ალიაშვილისნაირი მითუმეტს :P


    გენაცვალე შენა :)

    ReplyDelete

დააკომენტარეთ