Friday, June 5, 2009

wadiT, momwydiT Tavidan, dabereba ar minda!

არც ერთ უცხო ქალაქში არ შეიძლება დაკარგვა. ყველგან აღმოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გზის მოძებნაში დაგეხმარებიან. აბსოლუტურად უსასყიდლოდ და გამორჩენის გარეშე დაინტერესდებიან შენი ამბით, შეწუხდებიან შენი პრობლემით და აუცილებლად მოძებნიან გამოსავალს. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ხარ. არ აქვს მნიშვნელობა მათ გარეგნობას _ არც საეჭვოს, არც სანდომიანს. მთავარია, რომ ისინი გულწრფელად გაიზიარებენ შენს წუხილს, მერე მთელ მატარებელში გამართავენ ბჭობას, როგორ გიშველონ, ამ დროს გეშინია შენს მეგობარს შეხედო, იმიტომ რომ იმასაც შენნაირი შეშინებული სახე აქვს, როცა ვერ ხვდებით ორივე რა ენაზე ლაპარაკობენ ეს ქალები, შენი პრობლემებით რომ დაინტერესდნენ და საკმარისია ერთი გადახედო, შეიძლება ორივე ბოლო ხმაზე აბღავლდეთ. არადა სირცხვილია, 20 წლის გოგოები ხართ, ოდესმე ხომ უნდა გახდეთ დამოუკიდებლები. მერე ერთი მონაზონი შემოგთავაზებთ თავისთან ეკლესიაში, პატარა პანსიონატში წაყვანას, მატარებლის სადგურზე მანქანით დახვედრილ სხვა მონაზვნებს თქვენს თავებს გააცნობთ, ეტყვის, რომ ეს "რაგაცები" ჯორჯიადან არიან და თავშესაფარი ჭირდებათ და თავისთან წაგიყვანთ. იქ გემრიელ ვახშამს და სუფთა და მყუდრო ოთახს დაგახვედრებენ, ინტერნეტთანაც მიგიშვებენ, რომ მშობლებს მოატყუო, არაფერი ისეთი რომ არ გჭირთ და იმ ღამეს სახლი დაგესიზმრებათ. ორივეს. დილით რომ გაიღვიძებთ, არ მოყვები, რა დაგესიზმრა წუხელ სიზმარში. მაგრამ დილით კარგი ამინდი იქნება, მატარებელშიც ორი სიმპათიური ბიჭი დაგხვდებათ, დათბება კიდეც, ბევრ ფოტოსაც გადაუღებთ უცნობ ძველებურ ქალაქს და სასტუმროს პატრონიც პირდაპირ სადგურზე მოგაკითხავთ. კეთილი ადამიანები ხომ ყველგან ცხოვრობენ. თანაც ძალიან ბევრნი, უბრალოდ, ზედმეტი შარავანდედის გარეშე კეთილები და გულწრფელები. რომ არ დაენანებათ არაფერი შენთვის, ისეთები და არაფერს რომ არ მოგთხოვენ სანაცვლოდ, ისეთები. 

მინდა, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობდეს. თავზე ყვავილების გვირგვინებით, უბრალო ტანსაცმლით, ბევრი არეულ-დარეული აზრით, სამყაროს შეცვლის იდეებით, მუსიკით და ლექსებით, ღიმილით, ფერადი მაკიაჟით, ისე, სიძულვილის მაგივრად, ქუჩაში სიყვარულს გამოხატავდნენ, არ რცხვენოდეთ ერთმანეთის კოცნის პროსპექტზე და ამას ყველასგან მოშორებით, ბნელ სადარბაზოში არ აკეთებდნენ. მინდა, რომ ყველანი ვცხოვრობდეთ დიდ კომუნაში (აი ისეთი, ქრისტიანია როა, დაახლოებით :P) და ერთმანეთს ბუშტებს ვესროდეთ.



ბავშვობაში ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს ვაგროვებდი. მთელი გულით მეგონა, რომ ასტრიდ ლინდგრენი ქართველი იყო. ეს აზრი არც ქართულისთვის უცნაურ სახელს და გვარს შეუცვლევინებია, არც პერსონაჟების სახელებს. პეპიც, ლასეც, ბოსეც, ემილიც, მიოც და რასმუსიც _ სულ არ მაინტერესებდა. რამდენი რამე გადმომიღია ამ წიგნების მიხედვით _ აი, მაგალითად, "ბიულერბიუელი ბავშვებიდან" ვიღებდი ხოლმე ძალიან ბევრ რამეს, მერე ჩემს დაქალებს ვუყვებოდი და ხან თოკებზე ასანთის კოლოფებს დავასრიალებდით და ერთმანეთს წერილებს ვუგზავნიდით, ხან ბიჭებს ვატყუებდით, ჩვენი კორპუსის უკან რომ რაღაც კერძო სახლი შენდებოდა, იქ განძია ჩაფლულიო, ხან თუ სოფელში ვიყავი, წავიყოლებდი ბავშვებს მდინარის მეორე მხარეს და ვითომ სახლში ვბრუნდებოდით და თან ვიღაცებს გავურბოდით, ნაქურდალი მოგვქონდა (ძირითადად, ერთმანეთის ბოსტნებიდან მოპარული სიმინდები:D)... და თუ სადმე, რომელიმე წიგნის შენიშვნაში ახალი წიგნის სახელს აღმოვაჩენდი, წელში ვწყდებოდი, რომ როგორმე ის წიგნიც მეპოვა... მერე, კალე ბლუმკვისტის ხათრით, "ფა-ფა"-ებით ლაპარაკი დავიწყე, მაგრამ ვერავის ვასწავლე და თავი დავანებე. 

პოლიტიკაზე შეგნებულად არ ვლაპარაკობ. ისედაც ყველა პოლიტიკაზე წერს და კითხულობს, რა უნდა ვთქვა ახალი. იმდღეს ჩემს ლექტორს პირში მივახალე, კუმირების, გმირების და სახელების სკანდირების მოთხოვნილება უინტელექტო ადამიანებს აქვთ მეთქი. გვთხოვდა, 5 კუმირი დაგვესახელებინა. :)))) man, ზოგს როგორ აწუხებს ზედმეტი სხეულები ორგანიზმში, ჩართოლანის თქმის არ იყოს :))))

http://www.youtube.com/watch?v=9lMT22RnRAg&NR=1 ;) :) enjoy with it

5 comments:

  1. აუ, რა კარგი პოსტი იყო, ირიიიიიიიიიიიი! LOVE!!!
    სრულიად გეთანხმები, მე დავიკარგე ერთხელ ათენში, ავტობუსის მაგივრად ტროლეიბუსში ჩავჯექი :ლოლ: მაგრამ უსაყვარლესმა ფილიპინელმა ქალმა მიმაცილა სახლამდე, ეს არასოდეს დამავიწყდება :) ჩამოვიდა ტროლეიბუსიდან და წამიყვანა. ადამიანები ყველგან არიან კარგებიც და ცუდებიც. მთავარია, ჩვენ როგორები ვართ და იმავენაირად თუ გავაკეთებთ სიკეთეს, როგორც სხვები, ჩვენზე უკეთესები.

    ასტრიდ ლინდგრენი, ამაზე ცალკე პოსტი უნდა დაგეწერა.
    ჩემი ბავშვობაა მაგ წიგნებში. შარშან ზაფხულში ცუდად ვიყავი, გადმოვიღე "ბიულერბიუელი ბავშვები" და უცებ დამავიწყდა, რაც მაწუხებდა :) ჩემი საყვარელი სიტყვაა "მაჭკატები" და რადგანაც არ ვიცოდი, ზუსტად როგორია ეს მაჭკატები, ალადიებს დავარქვი და დღემდე ასე ვეძახი :D

    ReplyDelete
  2. პეპი ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟია :)

    ReplyDelete
  3. რას ლაპარაკობ, ასტრიდ ლინდგრენზე ჯერ ვემზადები, დიიიდი პოსტი უნდა დავწერო თავისი მაჭკატებით, ფუსუსუნებით, ემილით, კეპუკებით და თოფუკებით, შებრაწული გუფთების კოშკით და რა ვიცი მოკლედ :)

    ReplyDelete
  4. აააააააააა, ფუსუსუნებიიიიიიიიი! ჩემი უსაყვარლესი სიტყვაა და რამდენი ხანია აღარ გამხსენებია!!! აი, ასტრიდმა უნდა თქვას (ეთქვა), რომ ქართველი ბავშვები აღვზარდეო :ლოლ: სხვაგან ასეთი პოპულარული არსად მინახავს ყოფილიყოს ამ ქალის მოთხრობები.

    ReplyDelete
  5. ჩემი ბავშვობა გამახსენე, ასტრიდ ლინდგრენის წიგნებთან ოთახში გამოკეტილი მთავარი გმირების სამყაროში რომ დავფრინავდი. როგორ მენატრება ის დრო, როცა წიგნის ბოლო ფურცლებს იმიტო კი არ ვითვლიდი, მალე დამთავრდეს ნეტა-თქო (სასწავლო წიგნებზე ჩემეული ახლანდელი სიმპტომებია:( ), პირიქით, არ მინდოდა დასასრული ქონოდა, იმ სამყაროდან წამოსვლა არ მინდოდა და ამიტომ ისევ თავიდან ვიწყებდი...მერე ისევ და ისევ... უამრავჯერ მაქვს წაკითხული თითოეული მათგანი. ის დრო მინდა დაბრუნდეს :(

    ReplyDelete

დააკომენტარეთ