Friday, July 17, 2009

boring-"est" training and Batumi jazz-festivalllll

გუშინ თუ გუშინწინ მოვდიოდით მე, ზურა და ანი კოლმეურნეობაზე. ანიმ თვალები დახუჭა, ზურას ხელი ჩაკიდა და ისე მოსდევდა. მერე მეც მომინდა და ასე, ორი "ბრმა" ისე მივენდეთ, სანამ გზის მეორე მხარეს გაჩერებაზე არ გადავედით ( რა თქმა უნდა, მიქისქვეშა გადასასვლელით ვისარგებლეთ), იქამდე თვალი არც ერთს არ გაგვიხელია. 

ყველაზე უცნაური რა იყო ეხლა ამ მსვლელობაში, რო ანიმ რო დახუჭა თვალები, მართლა არ გაუხელია და ბოლომდე ენდო. მე_ვერა, კაი ხანი თვალები თავისით მეხილებოდა, სანამ მივხვდი, რომ ზურას მართლა თვალდახუჭული შეიძლება რომ ენდო. 

სასიამოვნოა ამის შეგრძნება. როცა შეგიძლია მეგობარს თვალდახუჭული გაყვე დიდ გზაზე. თან ისე ენდო, ორიენტაციის შეგრძნებაც კი დაკარგო და ვერ მიხვდე ვარაუდითაც კი, სად შეიძლება იყო. 

მოკლედ, როგორც ხშირად აღვნიშნავ ხოლმე, ასეთი წვრილმანი რამეებით ვაკვირდები და ვხვდები ყველაზე ადვილ და ან რთულ ამბებს.

ჰოო, სასიამოვნო კიდევ ის იყო იმ ტრეინინგიდან (არადა საააშინლად მოსაწყენი იყო), რომ სადილის მერე დავადეთ თავი მე, ანიმ და კიდევ ორმა გოგომ და წამოვედით. მანამდე პლაკატები გავუკარით და პროტესტის ნიშნად დავტოვეთ აუდიტორია. გარეთ რომ გამოვედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაცას თავი დავაღწიე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. კი, ნამდვილად სასიამოვნო იყო ამის გაფიქრება.



კიდევ რა. ჰო, 21 ივლისიდან ბათუმში ჯაზ-ფესტივალი იხსნება. სამივე ჯგუფს მოვუსმინე იუთუბზე. სხვათაშორის, პარკერი მომეწონა. ვინმემ ხომ არ იცით, ჩარლი პარკერის ვინმე ხომ არაა? ესეც საქსოფონისტია თან...

კიდევ, Nატურალ 7-ს არა უშავდა რა, მაგრამ რეავი, რეავი, ვეღარ ვკაიფობ ასეთ რაღაცებზე უკვე: პირით რომ ბაძავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს... რაც იუთუბზე ვნახე, დიდი ვერაფერ კომპოზიციას მღეროდნენ... მოკლედ, დიდი ექსპერტი არ ვარ, უბრალოდ, ჩემს შთაბეჭდილებებს გიზიარებთ.

და რაც შეეხება ამ ბრაზილიურ ჯაზს, ნუ ესეც რა გითხრათ... 

პრეტენზიული სულაც არ ვარ, მაგრამ თბილისში რომ ფესტივალები ტარდებოდა, მგონი როგორც მახსოვს, მაშინ უკეთესი ბენდები ჩამოყავდათ.. ან შეიძლება არ მახსოვს და მაშინ უფრო პატარა ვიყავი. 

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არც ბრაზილიური ჯაზი არ მომწონებია დიდად.

თანაც გუშინდელი ასათიანის "პროფილის" მერე, ქართველი მომღერლები კიდევ ერთხელ რომ ამღერა (რას ერჩოდა, იყვნენ თავისთვის ჩუმად:))) ), ჯაზ-ფესტივალის მონაწილეები მაინც ყველა ვარიანტში მისწრებაა.

მოკლედ, ჯაზ-ფესტივალის დაწყებით ზაფხული უკვე კააარგად გახურდა ააასე რომ ჯააზზზზზზი ჩჩჩჩასსსსსვვრამდეეეეეეე!!!

www.batumijazz.com <<<< 

2 comments:

  1. ხო.. თვალდახუჭული რომ ენდობი ყველაზე მაგარი განცდა.. მაგრამ ადამიანებს მაინც უჭირთ მაქსიმალური ნდობა..
    მომეწონა შენი ბლოგი ირი..
    წარმატებები აქაც:)

    ReplyDelete
  2. ჰოი, რა მშვენიერი პოსტია. ნეტა რატო? იმიტომ ხომ არა, რომ ერთადერთი პოსტია, რომელიც თავიდან ბოლომდე წავიკითხე? :D :D :D

    ReplyDelete

დააკომენტარეთ