Tuesday, October 6, 2009

who's that guy?


who's that guy?

ნიაგარა ზიმბაბვეში, ბობ მარლი სამხრეთ აფრიკიდან, მაჰათმა განდი ინდოეთის პრემიერ-მინისტრი_ მოკლედ, ცოტა ხანში ლექციიდანაც გამაგდებდნენ მსგავსი სისულელეების ფრქვევა კიდევ რომ გამეგრძელებინა. 
ეს "სახალსო" საუბარი იმით დაიწყო, რაც ლექტორმა გვკითხა, თუ ვინ იყო ზიმბაბვეს პრეზიდენტი. ნუ, რა თქმა უნდა, ამას უფრო მეტი "სახალისო" რეპლიკებიც მოჰყვა სხვებისგანაც და ჩემგანაც, მაგრამ ეს არაა ეხლა საინტერესო.
ეს ამბავი იმიტომ წამოვიწყეთ, რომ მანამდე ვუყურეთ ვიდეოს, სადაც ერთი ქალბატონი ხსნიდა რატომ (და როგორ) არ ინტერესდებიან ადამიანები სხვა ქვეყნების მოქალაქეების ცხოვრებით, მათი ახალი ამბებით. 
არის თუ არა იგივე სიტუაცია საქართველოშიც? დღეს ვისაც შევხვდი, ზოგს ვკითხე ზიმბაბვეს პრეზიდენტი ვინაა-თქო, ზოგს ვკითხე მუგაბე ვინ არის-თქო, (რომელიც მანამდე არც მე ვიცოდი), ჰოდა მოკლედ, გავიგე, რომ არავინ არაფერი იცის.
არ ვიცი, ჩემი არ იყოს, ვის რამდენად რცხვენია, რომ რაღაცები არ იცის მსოფლიოს ისტორიიდან (და არა მარტო ისტორიიდან, recent news-ებიდანაც), მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ამ საკითხზე, მინიმუმ, ქუჩის გამოკითხვის ჩატარება აუცილებელია. 
მაშ, გვაინტერესებს თუ არა ქართველებს უცხოეთის ახალი ამბები? და თუ ჰო, კონკრეტულად რა თემები გვაინტერესებს, რა სიხშირით და რატომ. 

3 comments:

  1. ადამიანებს, უფრო იმ ქვეყნების ამბები გვაინტერესებს, სადაც ვყოფილვართ, ვინმეს ვიცნობთ, ან ჩვენთან რაიმე შეხება აქვთ და ამ "რამე შეხების" შესახებ მას-მედიიდან ვიგებთ. თუმცა, ჟურნალისტებს, გამომდინარე პროფესიიდან, ცოტა უფრო მეტი უნდა გვაინტერესებდეს, თუნდაც იმიტომ, რომ არ აგმოჩნდეს, რომ ანა ნიკოლ სმიტის სიკვდილის გაშუქებას ათჯერ უფრო მეტ დროს და ადგილს ვუთმობთ, ვიდრე პირველ განცხადებას ადამიანის გავლენაზე გლობალურ დათბობაზე.

    ReplyDelete
  2. oo, bevrma :P minimum 20ma kacma :P

    ReplyDelete

დააკომენტარეთ