Saturday, January 23, 2010

ცხოვრება მშვენიერია შეყვარებულის გარეშეც!:))))

ამ ბლოგს იმისთანა ვებ–მტვერი ადევს, მარტო ჩემი ძალებით ამას ვერ გადავწმინდავ. თანაც სულაც არ მინდა ზურამ დამაბრალოს რომ შეყვარებულს დავცილდი და ჩოლკა უნდა შევიჭრა და რა დროს ბლოგია, ან რამე მსგავსი სისულელე.
ისე რას აკეთებენ ხოლმე გოგოები როცა შეყვარებულებს ცილდებიან?
უკვე 4 თვეა რაც მე და ჩემი ბიჭი ერთად აღარ ვართ, ახლა უკვე აღარაფერი, მაგრამ პირველ საღამოს სახლში რომ მოვედი და გავაცნობიერე რომ, მორჩა ირინ, დამთავრდა შენი და პაატას ერთად ყოფნა–მეთქი, კინაღამ ჭკუიდან გადავედი. ბევრი ვიტირე მიუხედავად იმისა, რომ დაშორება ჩემი ინიციატივით მოხდა. (ნუ მერე როგორც აღმოჩნდება ხოლმე, მთლად ჩემი ინიციატივა არ ყოფილა და ბიჭებმა როგორც იციან ხოლმე რო აქეთ გაიძულებენ რო დაცილდე და თვითონ უწყინარი მსხვერპლის როლში გამოვიდნენ ეგრე იყო, მაგრამ ეხლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს).

ძალიანაც კარგი! მთელი ერთი თვე დაახლოებით ახალდაბადებულივით ვგრძნობდი თავს: ჯერ ერთი შაბათ–კვირა გამომითავისუფლდა და მეგობრებს აქამდე თუ თვეში ერთხელ ან ორჯერ ვხვდებოდი, ახლა უკვე კვირაში რამდენჯერმე ვხვდები. მეორე ის, რომ სწავლის პროცესი უფრო სასიამოვნო და ნაყოფიერი გახდა, მაშინ როცა მანამდე ერთი სული მქონდა სანამ მეცადინეობას მოვრჩებოდი და ლექციები დამიმთავრდებოდა. მესამე ისიც, რომ გვერდით უამრავი სიმპათიური ბიჭია, ღმერთო:)))) მეოთხე ისიც, რომ ამის მერე თუ საზღვარგარეთ დიდი ხნით წასვლამ მომიწია, არავინაც არ მომენატრება! კიდევ უამრავი დადებითი მხარე აქვს შეყვარებულთან დაშორებას, მაგალითად, როცა მოგინდება მაშინ ივლი მარტო ჯინსით და ბათინკებით ქუჩაში და სულ გამოპრანჭული არ იქნები, (რაც ჩემთვის დამღლელი იყო!), წონას არავინ გიკონტროლებს და ჭამ რასაც გინდა, თუ გინდა ღამის 1 საათზე, ჩვეულებრივ მეგობარ ბიჭებსაც ისე ხვდები, რომ მერე არავის აბარებ დეტალურ ანგარიშს, არავის უხსნი, რომ "იცი, ის მხოლოდ მეგობარია, არაფერი არ ხდება ჩვენ შორის!", მოკლედ ათასი თავის ტკივილი ეგრევე გცილდება რა...

ერთი თვეა ჯიპადან არდადეგები გვაქვს, ძალიან დავიღალე უსაქმურობით, რა კარგია, ორ დღეში სწავლა რომ იწყება!

ჰოდა ამ თვეში რატომღაც Lanvin-ის კოლექციებზე გავჭედე! ეს დღეები პირღია ვუყურებ ჩვენებებს და მთელი გულით მშურს მოდელების, რომ ერთხელ მაინც ეძლევათ შანსი ასეთი კაბები ჩაიცვან!:((((

სამაგიეროდ ორი ახალი ჟაკეტი მაქვს! ერთი მე თვითონ მოვქსოვე, ერთი დედამ მომიქსოვა, ულამაზესია!

P.S. ჰო, და მიუხედავად სათაურისა, მარტო დიდხანს მაინც ვერ გავჩერდი:))))) ერთი ძალაინ სიმპათიური ჟურნალისტია ჩემ გვერდით :blush: whatever, (C) leli ჯერ არ ვიცი რა იქნება, ისე კი, ზურამ ტვინი რომ არ წამიღოს, ამ ბლოგის წერას ვანახლებ, ჩემთვის მაინც:)))))















თავს ვერ დავდებ რომ ყველა კოსტიუმი 2010 წლის კოლექციებია, მაგრამ Lanvin ნამდვილად არის:)))

3 comments:

  1. ეჰ...
    ხო, დადებითიც ბევრი აქვს უშეყვარებულობას და უარყოფითიც. მთავარია შენ როგორ შეხედავ და მომწონს, როგორც უყურებ :)

    ლანვინზე ვგიჟდები, ძალიან მაგარი კოლექციები აქვთ მუდამ.
    აუ, მეც მინდა ერთი კარგი ჟაკეტი, ვგიჟდები ხელით ნაქსოვზე.

    ReplyDelete
  2. მოკლეთ ირინა, როგორც ვატყობ არა მხოლოდ facebook-ის ქვიზებში გვაქვს დამთხვევები. (ეს ძალიან კარგია :) ). შენ წარმოიდგინე ზუსტად 20 დღის წინ მეც დავშორდი შეყვარებულს და 1 კვირის წინ მეც ჩოლკა შევიჭერი, მაგრამ ზურას პოსტამდე ეს ორი მოვლენა არც კი დამიკავშირებია ერთმანეთთან. მინდოდა და შევიჭერი, თან მგონი ასე უფრო მიხდება. :) მოკლეთ აი რა მინდა გითხრა ჩემო კარგო, შენ მარტო არ ხარ ასეთ პრობლემებში, მთელ მსოფილიოში ყოველ საათში მილიონობით გოგო უსვამს წერტილს მსგავს ურთიერთობებს. ყველაფერი ხდება ხოლმე love & heart break ორივე უნდა გამოცადო. თავიდან მართლა ცუდი შეგრძნებაა როცა რაღაც კარგი მთავრდება მაგრამ მაქსიმუმ 10 დღეში ასე თუ ისე გაივლის(ნუ ზოგჯერ გამონაკლისებიც შემხვედრია). რა მნიშვნელობა აქვს შენ დაშორდი თუ ის დაგშორდა, მაინც ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა. კიდე ერთს გირჩევ; არცერთი ურთიერთობა არ უნდა ინანო, ეს შენი პირადი ისტორიის ნაწილი და შენი თავგადასავალია. ასე რომ just smile my dear. :)

    უfff რამდენი ვიქადაგე, :D მიუხედავად იმისა რომ ვეცადე ამ თემაზე აქ მაქსიმალურად ლაკონური ვყოფილიყავი :), მაგრამ მჯერა ქალური სოლიდარობის და ამწუთას მე მას შენ გიცხადებ :)

    ReplyDelete
  3. არა, რას ამბობ! მე ვამაყობ ჩემი ყველა ურთიერთობით, უამრავი არასერიოზული და ერთთვიანი იყო, (და დიდი არაფერი) მაგრამ გამოცდილება უკვე მაქვს ;)
    თანაც ახალი ტანსაცმელები და ვარცხნილობები საუკეთესო თერაპიაა გოგოებისთვის მგონი ;)
    ქალურ სოლიდარობას მეც გიცხადებთ სოფიებო! (უი ორმა სოფომ დამიკომენტა:)) ):* love you, girls!

    ReplyDelete

დააკომენტარეთ