დღეს თავფეხიანად გამომაყარა. ის იყო აბაზანიდან გამოვედი და პირსახოცის შეხება ერთი კი არ მესიამოვნა, დავიხედე და პატარა წითელი გამონაყარი _ რა დიდი მიხვედრა უნდოდა, ორი დღე მაღალი სიცხით დავდივარ ჯიპაში, დღეს გამონაყარი, ფაქტია, რომ ჩუტყვავილა მაქვს. :((( თანაც ზუსტად დღეს მოურჩა ჩემს ძმას ჩუტყვავილა, მეთქი ავცდი თქო, კი აბა!..
ხოდა ეხლა ვზივარ და ამ სიცხიან გადახურებულ თავში ათასი პრობლემა მიტრიალებს: ერთი ის, რომ ერთი საგანი მაქვს გასავლელი, ძალიან არ მინდა იმ საგნის გაცდენა. განა იმიტომ, რომ ცუდი ნიშნის მეშინია (ნუ რაღაც დოზით კი ეგეცაა, მაგრამ სხვა ჯგუფთან ერთად გავივლიდი), უბრალოდ ლექტორი გვყავს perfect და მაინცდამაინც იმის საგნის გაცდენა არ მინდა. მეორე ის, რომ იმ კვირაში ახალი საგანი გვეწყება და კაცმა არ იცის ან ის ლექტორი როგორია, იქნება და აიღოს და გამაფეილოს, იმედი მაქვს, ერთ კვირაში მოვრჩები.
გარდა ამისა, როგორია, ერთი კვირა არ ვიბანაო :D ვაიმე, აი ამაზე მართლა მბურძგლავს ტანში! :(((
ნუ კიდე რა არის პრობლემა... ჰო, ერთი დღეც რომ არ გავდივარ სახლიდან, უკვე სიცხე მიწევს და ცუდად ვხდები ხოლმე, წარმოიდგინეთ, მინიმუმ!! მინიმუმ ერთი კვირა!!! :(((( ეს ჩემთვის რამხელა დარტყმაა არ იციიით!! :((((
ეხლა დადებითი მხარეები.. მიდი, ირინ, არ არსებობს, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე! ნუ, ჯერ ერთი, თუ მაინცდამაინც ტანზე დამრჩა ერთი ორი ცალი შრამუკა, პრინციპში, სექსუალურია, იყოს!:))
ნუუ, მეორე და რაც მთავარია, ბატონების გაბრაზება არ შეიძლებაო და ეხლა მაინც გაივლის ჩემი ოჯახი ჩემს ჭკუაზე! :))))))
მმმ, კიდე რა.. ხო, ესაო, ისაო, რაც მალე მოიხდი მით უკეთესიაო, მართალია სწავლის პროცესში ავადმყოფობა გეგმაში არ მქონია, მაგრამ რაღას ვიზამ, ეგრე ჩემმა ძმამ რამდენიმე გამოცდა დაიკიდა. (ნუ ეხლა ამას ისედაც კიდია ხოლმე მსგავსი ამბები, მაგრამ მე ხომ დიტო არ ვარ:)) :P)
ჰო, კიდევ ისაა დადებითი მხარე, რომ სახლში ხუთი წიგნი მქონდა წასაკითხი, რა გავაკეთო სხვა, ავდგები და წავიკითხავ, გავერთობი მაინც, მართალია ეს ამბები არდადეგებზე მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ რაც მალე მით უკეთესი.
და ბოლოს კიდე, ესეც ხო თავგადასავალია პრინციპში ჰა?... არასოდეს არ დამმართნია ბატონები, კი გამიგია, უნდა უმღეროო, ბატონების ჭკუაზე იაროო, წითლები დაიკიდოო, მამლები დაკლაო, ესაო ისაო.. ნუ მე მამლებს არავინ დამიკლავს, მაგრამ გაყინული ქათმის ბარკლებზე უარს არ ვიტყოდი :D
whatever, :P იმედია, ერთ კვირაში გამოვკეთდები! :|
No comments:
Post a Comment
დააკომენტარეთ