Wednesday, February 3, 2010

ათი მიზეზი, თუ რატომ უნდა გაუფრთხილდეთ საკუთარ თავებს, რომ ავად არ გახდეთ!

დავასკვენი რომ ყველანაირი ავადმყოფობა საშინელებაა და ჯობია არასოდეს არაფერი დაგემართოს, არც მსუბუქი და არც მძიმე.
ჯერ ერთი ბევრი დრო მიაქვს, ღირებულსაც ვერაფერს ვაკეთებ, არადა ბევრი საქმე მაქვს და ისე ვარ დასუსტებული, გულს ვერ ვუდებ.
მეორეც, ენერგიაზე საერთოდ არ ვარ.
მესამეც, მთელი დღე თან მეძინება, თან არ მეძინება და ღამე ვწრიალებ მერე, ვერ ვიძინებ. რას დავიძინებ, ვერაფრით ვერ ვიღლები დღისით.
მეოთხეც, ვინც ჩემსავით კლაუსტროფობიით იტანჯებით, დაიხუთებით 24/7 ერთ ოთახში.
მეხუთე, ცუდ განწყობაზე ვარ.
მეექვსე, ბანაობა არ შეიძლება. :(((((((((((((((((((((((
მეშვიდე, სარკეში ჩახედვა აღარ მიხარია. აღარ მომწონს ჩემი თავი. რას მომეწონება, გამწვანებული ვარ თავფეხიანად.
მერვე, მთელი დღე რო არაფერს ვაკეთებ, ძალაუნებურად კომპიუტერისკენ გამოვრბივარ, საშინელებაა, ესეც ცალკე მკლავს!
მეცხრე, ვიცი რომ მინიმუმ ერთი კვირა კიდევ ასე უნდა ვიყო. ასე მგონია დრო გაჩერდა.
მეათე, არც მშივდება. არადა მიდევს ნაირნაირი გემრიელი საჭმელი წინ და არ მინდება. ამაზე გული მისკდება. :((
P.S. დალევაც არ შეიძლებაო... :((((((((((((

ამის მერე, არასოდეს აღარ გავხდები ავად!!

1 comment:

  1. უხ, საშინელებაა ავადმყოფობა მართლა...
    ამ პოსტის მერე საკუთარ თავს შევუძახებ, აღარ იწუწუნოს და მადლობა თქვას, რომ ჯანმრთელადაა.

    ReplyDelete

დააკომენტარეთ