Monday, February 8, 2010

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

ყველაზე ძნელი გადასატანი გამოჯანმრთელების პერიოდია. აი დღეს, აი ხვალ.. იცით როგორ მენატრება ყველაზე მარტივი რამეები ჩემს ცხოვრებაში? აი მაგალითად, სახის გაწმენდა სკრაბით. ეს ორი დღეა წარმოვიდგენ, როგორ გავიწმენდავ სკრაბით სახეს, მერე ნიღაბსაც დავიდებ, მერე გამწმენდით გავიწმინდავ და ბოლოს კრემსაც წავისმევ..
ნუ დამცინებთ:))

კიდევ სუნამოს დასხმა მენატრება. გუშინ ჩამოვუარე ყველა ფლაკონს, ხან რომელს დავსუნე, ხან რომელს. სისუფთავის და აი რაღაცნაირი სურნელი აქვთ სუყველას, ლაღიც, მხიარულიც, თავისუფალიც, უდარდელიც.. აი რა უნდა ხო სუნამოს დასხმას? სანამ გარეთ გახვალ, ერთი შესხურებაა სულ.. ისე მომინდა სუფთა და ლამაზი ტანსაცმელი ჩამეცვა, მაკიაჟიც გამეკეთებინა და სუნამოც დამესხა... რა ბედნიერებაა ცხოვრება ასეთი პატარა დეტალებით:(((

კიდევ იცით რა მენატრება? ჩემი საფულე. ჩემს საფულეში ფულს, პირადობის მოწმობას და რამდენიმე კარტას ერთი ბლესკის სუნი აქვთ. იმიტომ რომ ბლესკებთან ერთად ვდებ. აი ხო არაფერი, ხშირად ანგარიშმიუცემლად შუა ლექციაზეც ამომიღია სარკე და ბლესკი და ჩუმად წამისვამს _ აი ეგეც ბედნიერებაა მგონი :(
ბედნიერებაა, როცა საკუთარ თავს ეპრანჭები და სარკეში ჩახედვა გიხარია!

იმაზე წუწუნით უკვე ტვინი წავიღე როგორ მენატრება გარეთ გასვლა, სუფთა ჰაერის სუნთქვა, მიწაზე ფეხის დადგმა..ძალიან მენატრებიან ჩემი მეგობრები და ჩემი ბიჭი მენატრება კიდე:( ჯიპა მენატრება :(((

გუშინ ვფიქრობდი, რომ უკვე ზედმეტად ვწუწუნებ და სინამდვილეში დიდი არაფერი ხდება. ბოლოსდაბოლოს ბევრი ადამიანი ჩემზე უარეს დღეშიც აღმოჩენილა. აბა ერთი წელი ვყოფილიყავი სახლში ჩაკეტილი და მეფიქრა, რომ ცხოვრება დამთავრდა! აი მაშინ გენახათ ნევროზი... მაგრამ ალბათ ჯერ ყველაფერს დავიკიდებდი საკუთარი თავის ჩათვლით, მერე, როცა მივხვდებოდი, რომ ცხოვრებას მაინც ვაგრძელებ, ყველაფერს თავიდან დავიწყებდი. ამ ერთ წელიწადში მივხვდებოდი საიდან იწყება თავი.

2 comments:

  1. მოიცა, რომელი ბიჭი, აკი დავშორდითო, გოგო???
    აი, ამ ყველაფრის მონატრებად ხომ ღირდა ავადმყოფობა ;) უცებ რომ გამოჯანმრთელდები და ყველაფერს ისე შეიგრძნობ, წაისვამ, მიიპკურებ, თითქოს პირველად ხდებოდეს ყველაფერი :) Cup is half full, remember? :*

    ReplyDelete
  2. ახალი, ახალი :P
    უიიი დღეს ვიბანავე, რა კარგია მმმმმმ:)))
    yes, I do :*

    ReplyDelete

დააკომენტარეთ