Saturday, May 1, 2010

our last summer:)




ზუსტად 5 წლის წინ, პირველ კურსზე როცა ვიყავი, თსუ–ს პირველ კორპუსში რომელიღაცა ჟურნალის ნომრის პრეზენტაცია ჩატარდა. იქ ჟურნალის რედაქტორებმა ილაპარაკეს, იკითხეს თავიანთი ლექსები. მერე ვიღაცები გამოვიდნენ და თავიანთი ჩანახატები წაიკითხეს დათუნიებზე, ვარდისფერ ბალიშებზე და ფანჯარასთან ჩაცუცქულ პატარა ბიჭებზე. მერე მე მივედი და ჩემი რაღაცა ჩანახატი წავიკითხე. ჩანახატს როგორც მახსოვს "ფიქრები ღამეში" ერქვა. ეს თემა ადრე ჩემმა ქართულის მასწავლებელმა მომცა. წესით რომანტიკოსების მიერ აღქმული მორიგი ტრაფარეტი უნდა დამეწერა. ვეცადე, ვეცადე და რაღაც სხვა გამოვიყვანე. ეხლა რომ ვკითხულობ, სისულელეები, მაგრამ საკმაოდ გულწრფელი.:)) 

ჰოდა ავედი და წავიკითხე. იქიდანვე მესმოდა ვიღაც მოხუცი ლექტორების თავის ქიცინი და "ნწუნწუნწუ"–ები. ჰოდა შიშისგან აკანკალებული ჩამოვედი კათედრიდან და დავჯექი ჩემს ადგილას. ჩემ მერე ვიღაც ორი ბიჭი გავიდა. ერთი მორისონს ჰგავდა. მეორემ თავისი ლექსის კითხვა დაიწყო. ვესროლოთ ერთმანეთს ვარდისფერი ბუშტებიო, ყვავილებიო, ვარდისფერ პლანეტას ვხედავო. ბოლოს რაღაც ლოზუნგი ისროლა და ესენიც დასხდნენ. მერე მოხუცი ლექტორები გამოვიდნენ და ირონიულად იქირქილეს რაღაცები.

ეს ბიჭები ორი წლის მერე გავიცანი. ერთი პერიოდი ძალიან მიყვარდა ორივე. ყველაზე კარგად ის ზაფხული მახსენდება. ჰოდა, ძალიან მინდა, რომ ამ ბიჭებსაც და ყველას, ვინც მაშინ ნინიასთან ვიკრიბებოდით, არასოდეს დაეკარგოს მაშინდელი განწყობა, ხასიათი, პროტესტის გრძნობა და გულწრფელობა. 

იცით, დღეს ჯიპაში ჰიპებზე ჰქონდათ ბავშვებს პრეზენტაცია და მე კიდე ჩვენი ზაფხული გამახსენდა. ძალიან ძალიან ძალიან მაგარი ზაფხული იყო. 






1 comment:

  1. მომწონს შენი ბლოგი ირინა მაგრამ ვიზუალური თვალსაზრისით დახვეწა არ ვაწყენდა

    ReplyDelete

დააკომენტარეთ