არ მიყვარს, როცა თავზე საკუთარ დიად აზრებს მახვევენ. თავიანთ იდეებს ერთადერთ და განუმეორებელ ჭეშმარიტებად იღებენ და მოითხოვენ, ეს ჭეშმარიტება მეც ვაღიარო.
არ მიყვარს ისეთი ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული სიმართლის დანახვა არ შეუძლიათ და ფაქტებს შეფასებებისგან ვერ მიჯნავენ.
არ მიყვარს, როცა ჩემს თავზე სახარებას კითხულობენ. რამდენჯერ მითქვამს, ცეცხლით და მახვილით ვერავინ მომაქცევს-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებენ.
არ მიყვარს უპასუხისმგებლო ადამიანები. როდესაც ჩემგან ვირივით შრომას მოითხოვენ და თვითონ თითის გაძრევის შემდეგ ერთ საათს ისვენებენ, ვცოფდები.
არ მიყვარს ”გუგლი” ტიპები. უამრავ ინფორმაციას რომ ფლობენ, მაგრამ რეალურად, აზრს აზრზე ვერ აბამენ. ინტელექტი ადამიანს გარკვეული უნარების გამოსამუშავებლად სჭირდება და არა სამარიაჟოდ. როდესაც კონკრეტულ სფეროში მარიაჟობენ, სურვილი მიჩნდება, მეც ვემარიაჟო.
არ მიყვარს, როცა მართალი უფროსი ან ჩემზე ხმამაღლა მყვირალა გამოდის. ასე საბჭოთა რუსეთში იქცეოდნენ.
არ მიყვარს, როცა ტყუილუბრალოდ მეკამათებიან. თუმცა ხშირად მეც ასე მომდის.
მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც ბუზს სპილოდ აქცევენ და ერთ შეცდომას ცხვირში მადენენ. ასეთები არარეალიზებული და უბრალოდ, ”ლუზერები” მგონია.
დღეს ჩემს მეგობარს სპექტაკლი აქვს სამეფო უბნის თეატრში. ჩემი მეორე მეგობარი კი პიესის ავტორი და კომპოზიტორია. ვერავინ და ვერაფერი გამიფუჭებს გუნებას, თუ ეს მე არ მინდა. როცა მძიმე დღეებს გამოვივლი ხოლმე, ვხვდები რომ უფრო გავძლიერდი. და ფეხებზე მკიდია ისეთი ადამიანები, რომლებიც არ მიყვარს.
სერიოზულია!
ReplyDelete