დრო არანაკლებ სწრაფად გადის შაბათ–კვირიდან შაბათ–კვირამდე, ვიდრე თვითონ შაბათიდან კვირამდე. :))
ამ კვირის ბოლო პრეზენტაციაც მოვიშორეთ, იეს! მე თვითონ კმაყოფილი ვარ. ერთი წერაც გვქონდა ამ კვირაში. კიდევ სტუმარიც კლასში, ჯანა ჯავახიშვილი. ბევრი ვილაპარაკეთ, ვიცინეთ, რაღაცებიც გავიგეთ. მოკლედ, საინტერესო შეხვედრა იყო.
ხვალ და ზეგ იმედია კარგი ამინდები იქნება. თორემ მზემ გამოანათა, ზაფხულის ტანსაცმელზე გადავედი და მეზიზღება ჩემი თავი თეთრი! ნუ თეთრი რა, ქათქათა არც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ რა ჯობია კაი ზაგარს, უჰ! არც რუმიანა არ გჭირდება კაცს, (ნუ კაცს ნაკლებად მაგრამ ჰო) არც ტუში, არაფერი:))
ჰო კიდევ კვირას რაღაც კონცერტია, თან გავაშუქებთ, თან გავერთობით. ეთნოგრაფიულშია. მმმ, რამდენი ხანია არ ვყოფილვარ მანდ, არტ–გენის მერე. ოღონდ 2007 წლის არტ–გენის...
აუ როგორ მიყვარს პარასკევი საღამო! :)))
No comments:
Post a Comment
დააკომენტარეთ