Sunday, April 3, 2011

აპრილი on my mind

გვერდით ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება. მოიცა, გადავხედო: ერთი ჭიქა ცოტა ლუდით, რამდენიმე მარილიანი ჩხირი, ლეპტოპი, (უი, მუსიკა უნდა ჩავრთო!) ახალი პოსტის ფანჯარა, ორი ცალი ფურცელი "კი" და "არა"–თი და მე. ნუ წესით ნორმალური პოსტი უნდა გამოვიდეს, ისეთი, მინიმუმ მე და მაქსიმუმ ჩემი 22 follower-ი რომ წავიკითხავთ, ისეთი.

ჰო, ახლა მეკითხება ჩემი ერთი მომდურებული მეგობარი, რატომ სვამო. რა უნდა ვუპასუხო? ერთი ჭიქა ლუდი რა სასმელია–თქო? ღამე კარგად რომ დამეძინოს თუ გავლოთდი და ვერ შევამჩნიე–თქო? :S

მოკლედ, who cares. დღეს რაღაც კონცერტზე ვიყავი. კარგზე რა, კი გავერთეთ. კორკოტა მღეროდა. მანამდე ვიღაცებმა იმღერეს. კაი იყო. მერე ბილიარდიც ვითამაშეთ. ჩემი სასწაულებრივი თამაში არ გენახოთ, საოცრებებს ჩავდივარ:))

იმდღეს ბუტკაში ჩავედი, სემიჩკა უნდა მეყიდა. გვერდით ერთი მოხუცი ქალი იდგა, მათხოვარი. სადღაც იყურებოდა და კანკალებდა. ცოტა ცრიდა და ციოდა. ხურდებით მქონდა ლარი და ერთი საათი ვიფიქრე სემიჩკა მეყიდა თუ იმ ქალისთვის მიმეცა. მერე სემიჩკა ვიყიდე სულ და ერთი 5–თეთრიანიც კი არ დამიტოვებია, რომ იმისთვის მიმეცა. ძალიან კი შემეშინდა. რატომღაც მეგონა, რომ ის მათხოვარი ღმერთი იყო, მე კიდე ასეთი უნიკალური შანსი გავმაზე. მერე ეს ამბავი ჩემს მეგობარს მოვუყევი, იმან კიდევ, რა თქმა უნდა, დამცინა. სხვას მეც დავცინებდი, იმას რას ვერჩი. რამდენი მათხოვრისთვის არ მიმიცია ხურდა და რამდენ ეკლესიასთან არ გადამიწერია პირჯვარი, რამდენი მათხოვრისთვის ამირიდებია თვალი, მაგრამ ასეთი რამე არასოდეს დამმართნია. სახლისკენ რომ ავდიოდი, ვფიქრობდი, ჩამოვუტან ფულს მეთქი, მაგრამ ეგეც დამეზარა. მოკლედ, რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ვკარგავ სიკეთის კეთების სურვილსაც და შესაძლებლობებსაც. ალბათ, როცა მოვხუცდები, ჩემზე ავი და ბოროტი არავინ იქნება. კუდიც რომ გამომეზარდოს, მაგარი სანახავი ვიქნები.

იმდღეს "ამერიკული ზღაპრები" დავამთავრე. ისე მომეწონა, რომ ტურაშვილს ფეისბუქზე წერილიც კი მივწერე. რამდენი ისეთი მწერლის წიგნი წამიკითხავს, ვინც ცოცხალია და სავარაუდოდ, სოციალურ ქსელებსაც იყენებს, მაგრამ არავისთვის მიმიწერია.

ღმერთი, როცა არ ველოდები, მაშინ მეცხადება ხოლმე.
სიკვდილი ასე ახლოს ჩემთან ჯერ არასდროს ყოფილა. პირველად გავიგე, რა ხდება მეგობრის დაკარგვის დროს და რას ნიშნავს დაკრძალვა.
ბევრი რამე და ვინმე იმდენად ახლობელია ჩემთვის, რომ მის დაკარგვას ვერ ვეგუები.
თუ 19–მდე პროექტს არ დავწერთ, ამ სამსახურის შანსიც დაიკარგება.
ლოგინში ყოველღამე gossip girl-ის სერიებს ვუყურებ. ვამოწმებ, რამდენად ჰგავს ჩემი ცხოვრება მანჰეტენელი თანატოლებისას.
გიტარაზე დაკვრა მგონი სულ დამავიწყდა.
მგონი ისევ ავურიე.

 America, I've given you all, now I'm nothing!

3 comments:

  1. დაკვრა არ დაივიწყო რა ...

    და ის მათხოვარი ... უნდა მიგეცა ფული : )) თან სულ : )) ოო, რატო მგრუზავ, რა გინდა :დ

    რატომღაც საქართველოში არ მეგონე...

    ReplyDelete
  2. ლუდი ღამე კარგად დაძინებაში გეხმარება? მორჩა, დავაფასე ეგ სასმელი, იმის მიუხედავად, რომ მძულს :))
    ჰოდა, დაახლოებით ეგეთი შემთხვევა მეც მქონია მათხოვარზე. გვერდი ისე ავუარე, გვიან გავიაზრე, თან ხურდაც მქონდა ჯიბეში, მაგრამ მაინც არ დავბრუნდი. მერე იმ გზაზე დავდიოდი ყოველ დღე, ეგებ ვნახო-მეთქი, მაგრამ აღარ შემხვედრია :(

    ReplyDelete
  3. :(
    ხო, მაგრამ სემიჩკაც რომ ძაან გინდოდა და გჭირდებოდა იმ დროს? სასწაული დილემა გვხვდება ისე ცხოვრებაში რა. ფული რომ მიგეცა, მერე იამაყებდი და გაიჯგიმებოდი, რა ღვთისმოსავი ვარო... მოკლედ, ღმრთმა იცის, რა ჯობია ხოლმე ასეთ დროს – მათხოვარს მისცე ფული თუ "სემიჩკა" იყიდო...
    ირი, იმენა დამაფიქრე და ჩამახუჭუჭე ამ პოსტით, მართლა :დ

    მეც მინდა ლუდი, მაგრამ გასუქების მეშინია და მერე კაბაში აღარ ჩავეტევი :დ

    ReplyDelete

დააკომენტარეთ