Friday, April 15, 2011

is this revolution..?

წესად მექცა, რომ რამდენიმე თვიანი სტაბილურობის შემდეგ, ტვინში არეულობა უნდა მეწყებოდეს, რაღაცებს ვაფასებდე, ვირეცხავდე, ახალს ვიღებდე, ძველს ვიშორებდე, ჩემს თავს გავურბოდე და ახალ მე-ს ვეძებდე. ყველა ასე ხართ? 

თავს "დოგვილის" პერსონაჟი, გრეისი მგონია. თითქოს სანამ გამართლებას და შვებას მივაღწევდე, იქამდე ყველამ რაღაც უნდა დამიშავოს და დავუშავო. ან ბოლომდე თავი დავხარო და come what may, ყველამ ის ქნას, რაც უნდა. მე კი ბოლომდე ვითმინო, სანამ მამაჩემი მოვა და გადამარჩენდეს. (ლარს ფონ ტრიერის სიმბოლოებზე ლაპარაკი სულაც არ მინდა და არც გამომივა). 

ბევრი ცუდი რამ გავაკეთე ამ ერთ წელიწადში, რაც ალბათ ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. იმდღეს სერგიმ მითხრა, რომ პეტრე სასწორი იყო. მგონი პეტრესავით მამლის ყივილამდე სამჯერ იესოს გაცემა მეც მარადიულად უნდა ვიგლოვო. 

ნუ ფოტოები მაქვს, ტყუილია:))
ნეტა სუყველა ისევე განიცდის ცუდ საქციელს, როგორც მე? ხშირად ვეწინააღმდეგები ჩემს თავს. ცუდ რამეებს ვაკეთებ და მგონი იმაზე მეტად განვიცდი, ვიდრე ის, ვისაც რაღაც დავუშავე. მგონია, რომ სალომ ყველაფერი სწორი მითხრა. ალბათ იმიტომ, რომ ის არაა ჩემი მეგობარი და ყველაფერს ისე მომახლის, თვალსაც რომ არ დაახამხამებს. ხანდახან ძალიან საჭიროა ასეთი ადამიანები, სილის შემოკვრასავით, რომ გამოგაფხიზლოს და იმ გზიდან მოგაბრუნოს, რომელიც ყველაზე სწორი გგონია და ამ დროს ჯოჯოხეთში თუ არა, არც უკეთეს ადგილას მიგიყვანს. 

ტვინში, მაინც ბევრი აზრი მერევა. ასეთ მომენტებში, სულ ვამბობ, რომ არასოდეს აღარ ვენდობი ბოლომდე არავის, მაგრამ დრო გადის, წყენა მავიწყდება, სიტუაცია სტაბილური ხდება და მეც ვიწყებ ადამიანების ხელახლა შეყვარებას უგონოდ და მათ ბრმად მინდობას. ცხელ გულზე წამოსროლილ სიტყვებს კი აქა-იქ რამდენიმე სწერვულად ნათქვამი თუ მახსენებს ხოლმე. 

ერთადერთმა ადამიანმა გაიგო, რატომ დავშორდი მთვარეს. "შენ გაიზარდე და ის ვერ დაგეწია, არა?" მკითხა. როგორ შეიძლება უცხო ადამიანები აბსოლუტურად ხმის ამოუღებლად ხვდებოდნენ როგორი ხარ, რას განიცდი, რა გიყვარს და როგორ იზრდები? და როგორ შეიძლება ამას უახლოესი ადამიანები ვერ ხვდებოდნენ? 

ახლა ისევ გზაჯვარედინები მელანდება. როგორც წესი, ბევრი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი. გული მწყდება, რომ აღარ ვარ ისეთი, როგორიც ვიყავი. კარგია, როცა არც ეჭვიანი ხარ, ყველას ენდობი, მერე რა რომ ამ ნდობით ბევრი სარგებლობს, საბოლოო ჯამში, გულში ეკლებად მაინც არ გრჩება შენი სიავე. 

ცუდია, რომ ამ გზაჯვარედინებში, ხანდახან ადამიანებიც გამოერევიან ხოლმე. მე ერთხელ უკვე დავკარგე საყვარელი მეგობრები ჩემი შეცვლის გამო და მეორეჯერ ამის გაკეთების მეშინია. თანაც, დღეს არც ერთი ადამიანი აღარ მიღირს დაკარგვად, რომელიც ახლა ჩემ გვერდზეა. ვფიქრობ, რომ ადამიანის სიმდიდრე მეგობრებია და ვერც ერთი ფეშენებელური სასტუმრო, ლამაზი კაბები და ბრჭყვიალა სამკაულები ვერ შეცვლის ამას.

და იმედია, რომ ჩემს მეგობრებსაც არ უღირთ ჩემი დაკარგვა. ზოგს მოქმედება და შეცდომის დაშვება ჭირდება, რომ ჭეშმარიტებას მიაგნოს, ზოგი ამას უმოქმედოდ და თითის გაუნძრევლადაც გადასარევად ხვდება. მე ბევრი შეცდომის დაშვება დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემს თავში ბევრი რამე აღმომეჩინა, რაც მჭირდება.



 

2 comments:

  1. მარტო არა ხარ. მეც განვიცდი ხოლმე ჩემს საქციელს და გამართლების მოძებნა ყოველთვის მიჭირს.

    დაელოდე მამაშენს და რევოლუციაც მოხდება. პირდაპირი გაგებით არა, რა თქმა უნდა :)

    ReplyDelete
    Replies
    1. გჭირდებათ ახალი სესხის დაწყება ახალი წლის !!!!!!

      შენ ბიზნესმენი თუ ქალი? ხართ თუ არა რაიმე ფინანსური სტრესი? ან შენ
      ფული უნდა დაიწყოს თქვენი ბიზნესი?

      გაქვთ დაბალი საკრედიტო ანგარიში, და თქვენ იპოვით სესხებს
      ადგილობრივი ბანკებიდან და სხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან? გადაწყვეტა თქვენი
      ფინანსური პრობლემაა დოქტორი კარონის გრანტი პირობები ძალიან მარტივია
      და მხედველობაში.თქვენ არასდროს ვნანობ რაიმე ამ სესხის გარიგებაში, რადგან მე ვიქნები
      გაახარეთ ამ გარიგების მეშვეობით ღიმილი, იმიტომ, რომ იქ, სადაც არ დაიბადება, დამარცხდა

      ელფოსტა (barbarahodgeloanfirm@gmail.com)

      ჩვენი მომსახურება მოიცავს შემდეგს:

      * პირადი სესხები
      * ვალის კონსოლიდაციის სესხები
      * შესაძლებლობა
      * ბიზნეს სესხები
      * განათლება სესხები
      * იპოთეკა
      სესხის რეფინანსირება
      * მთავარი სესხები
      * უსაფრთხო სესხები
      * არაუზრუნველყოფილი სესხები

      გთავაზობთ სესხებს 2% საპროცენტო განაკვეთით

      ჩვენ ვთავაზობთ სესხებს ადამიანებს ფინანსური მხარდაჭერისთვის დაბალი ინტერესით
      2% -იანი მაჩვენებელი. ამ კომპანიისთვის სესხის მისაღებად შეგიძლიათ მოგეჩვენოთ ზუსტი თანხა
      სესხის საჭიროება და დრო, რომელშიც შეგიძლიათ გადაიხადოთ უკან სესხი.კლასი MESSAGE ME ON +15017229938

      შენიშვნა: თქვენ უნდა მოგვაწოდოთ: (barbarahodgeloanfirm@gmail.com)
      პასუხი

      Delete

დააკომენტარეთ