Friday, May 27, 2011

როგორი უნდა იყოს იდეალური სამსახური?

ოთხშაბათს 2 წლიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ნანატრი და უკვე მითიური საგანი, მედიამენეჯმენტი დაგვეწყო. დათო გოგიჩაიშვილმა, რომელიც ამ საგანს გვიკითხავს, სილაბუსი გაგვაცნო და მოსალოდნელ დავალებებზეც პირველივე ლექციაზე გვესაუბრა. ერთ-ერთი ლექციის თემა არის როგორ ვიშოვოთ სამსახური/როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი/როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე. ამ ლექციაზე ერთ-ერთი დავალება იქნება ის, რომ ჩვენი იდეალური სამსახური უნდა აღვწეროთ როგორი იქნება.

ნუ, ამ დავალებას დავწერ ოდესმე, (ნუ სტანდარტები ალბათ მეტნაკლებად ყველასი ერთნაირი იქნება) მაგრამ მე შევეცდები უფრო კონკრეტული ვიყო და ყველაზე ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებიც გავითვალისწინო:

ე.ი. იმ ოფისში, სადაც ოდესმე ვიმუშავებ, უნდა იყოს:

1. იდეალური ტემპერატურა (ზამთარში _ თბილი, ზაფხულში _ გრილი)
2. 10-ზე ნაკლები თანამშრომელი ერთ ოთახში (10-იც ბარდაგია უკვე)
3. სასურველია საკმარისი რაოდენობის ნაუშნიკი (ვინიცობაა, თუ ვინმე ვერ ძლებს მუსიკის გარეშე)
4. არ იყოს დაბლოკილი არც ერთი ვებ-გვერდი (ფეისბუქზე ფერმის სათამაშოდ ოფისში არავინ შედის, წესით)
5.  კვება ოფისის ახლომახლო უნდა იყოს უზრუნველყოფილი!!!!! (სწრაფად, იაფად, ხარისხიანად, გემრიელად) (ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია)
6. თუ საქმეს 6 საათამდეც მორჩება ვინმე, შეეძლოს, რომ 6-მდე ტყუილად არ იყურყუტოს
7. ოპტიმალური მდებარეობა _ ერთადერთი მარშუტკა არ უნდა მიდიოდეს მარტო იმ ადგილამდე, სასურველია ტრანსპორტის ვარიაცაი (მაგ. მეტრო, ავტობუსი)
8. იუმორის გრძნობა (უკომენტაროდ)
9. ნორმალური ინტერნეტი
10. შაბათ-კვირას სრული დასვენება და იზოლაცია


ღმერთო ჩემო, რა მნიშვნელოვანია ცხოვრება უმნიშვნელო დეტალებით! :))))

2 comments:

  1. au egeti samsaxuris shovnis shemtxvevashi mec gamagebine :D zalit shevepechebi sul rom chemi profili ar iyos :D

    ReplyDelete
  2. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ გამიზიარეს ჩემი გამოცდილება, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას ვტყუობდი, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი დადო და ქმარი 24 საათის განმავლობაში დაბრუნდა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ReplyDelete

დააკომენტარეთ