Friday, October 7, 2011

დიდი ძმა ისევ გვიყურებს

და აი, მორიგი მესია პოდიუმზე! ბიძინა ივანიშვილმა ხმალი (უფრო სწორედ, ეროვნული ვალუტა) იშიშვლა და არენაზე გამოაჭენა. რა უნდა ამ კაცს? ან ჩვენ რა გვინდა?


რატომ ვირჩევთ ახალ პრეზიდენტებს ერთი მოტივით "ოღონდაც ეს წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს?" ივანიშვილის ხმის მიცემას ხომ 90% ასე გაამართლებს? ვითომ არა?

აგერ, დღეს ჩემს მეგობარ ჟურნალისტს ინტერვიუში ერთმა გავლენიანმა და მოაზროვნე ჟურნალისტმა ისიც უთხრა, შეიძინოს ივანიშვილმა ტელევიზია, მერე რაო.

უცებ წარმოვიდგინე მკაცრსახიანი ბიძია - უჩინარი, ემალება ინტერვიუებს, ჟურნალისტებს პასუხს არ სცემს, მის ოჯახზე ამბები ლეგენდებად დადის - და ამ ტიპს ხელში უჭირავს უამრავი გამოცემა, ტელევიზია და რადიო - ჟურნალისტებს გაუგონარ თავისუფლებას და ანაზღაურებას ჰპირდება, ხელისუფლებას გადაგდებით ემუქრება, პარალელურად კი მისი პიარ-ხელმძღვანელის ნომერს მთელი გულით ასაიდუმლოებენ. პიარის ნომერის გასაიდუმლოება აღარ გამიგია!

თუ ამ ადამიანმა ელემენტარულად საზოგადოებასთან ურთიერთობის წესები არ იცის, როგორღა ეცოდინება ჟურნალისტური ეთიკა, ბალანსი, მიუკერძოებლობა და ა.შ.?

2 comments:

  1. რას ამბობ მე მხოლოდ იმიტომ დავუჭერ მხარს რომ ამ ადამიანს იმდენი აქვს რომ მეტად ვერაფერი გააგიჟებს.
    აქვს ფული? თანაც რამდენი!
    აქვს ძალაუფლება? ვიზეც გინდა ფაქტიურად!
    იცის რა უნდა? ასე გამოდის!
    ხოდა უნახავმა რა ნახაო - აღარ იქნება!

    ReplyDelete
  2. "ხოდა უნახავმა რა ნახაო - აღარ იქნება!"
    ასტრიდ ლინდგრენი კარგია, მაგრამ არა საკმარისი. მაგალითად დეილ კარნეგი შეგეძლო მიგემატებინა, რომ გაგეგო, მამაკაცისთვის მთავარია საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნება. ეს სურვილი მილიარდებთან ერთად იმდენად ძლიერია, რომ კი ამოიღლიავებდა ერთი–ორ საქართველოს კაცი.

    ReplyDelete

დააკომენტარეთ