Tuesday, October 18, 2011

დამწყები იოგას პირველი პოსტი :))

დღეიდან ცხოვრების 23-ე წელი დავიწყე. გუშინ მქონდა დაბადების დღე! აი დღეს კი, როგორც გასულ კვირას ვიმეორებდი, ახალი ცხოვრება დავიწყე.

ახალი სამსახური და იოგა - 10-7სთ-მდე ყველა ნორმალური ადამიანივით ვიმუშავე, 8 საათზე იოგას სახლში წავედი. ოღონდ, იცით ეს სად არის? ხილიანზე ოღროჩოღრო გზებზე დიდი ხნის ბოდიალის შემდეგ, უცებ მივადექი. ხოდა ამდენ კორპუსში და მტვერში თავი უცებ, მწვანეში ჩაფლულ სახლში ამოვყავი.


მგონი ნორმალურად გამომივიდა, მართალია 20 წამზე მეტი ორ ხელზე დაყრდნობილი ვერ გავჩერდი, პრესების გაკეთებაც გამიჭირდა, მაგრამ არა უშავს. როგორც ჩვენმა ინსტრუქტორმა თქვა, 23 წელი კარგი ასაკია, იოგას დასაწყებად. ერთ-ერთმა ცნობილმა იოგამ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონია, 23 წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში.

ჰოდა ჩემზე პატარებს 23 წლამდე კიდევ დრო გაქვთ მოსაფიქრებლად, ჩემზე დიდები კიდევ სასწრაფოდ შედით.

ბევრი მოლოდინი მაქვს. პირველ რიგში, სწორი სუნთქვა მინდა ვისწავლო. ეს ყველაზე მეტად მჭირდება ახლა. კიდევ, მგონია, რომ იოგა ყურადღების, ენერგიის, საკუთარი ძალების კონცეტრირებაში დამეხმარება, ჯერ არ ვიცი როგორ და რანაირად. მაგრამ მგონია რომ ასე იქნება. მინდა რომ სწორად ვიკვებო. დღეს საიტზე დავძვრებოდი და დიეტის და სწორი კვების შესახებ რაღაცები ვიპოვე, აი თქვენც გამოგადგებათ. 

კიდევ სასურველ ფორმაში ჩადგომა მინდა. ვის არ უნდა. ნუ, საგანგაშო კი არაფერი მაქვს, მაგრამ ერთი-ორი ზედმეტი კილოგრამის მოშორება, ზედმეტი არასოდეს არაა. :)))

ჰო, დღესვე მაგარი ამბავი გავიგე. თურმე ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტურებს აწყობენ. ფოტოებსაც გადავავლე თვალი. კარგია ასე ყველაფერი ერთად.

1 comment:

  1. ირინკა გილოცავ მოგვიანებით! :* :)
    იოგა მეც ძალიან მაინტერესებს. ხოდა ის მართალია გახდომას ხელს უწყობსოო? :))

    ReplyDelete

დააკომენტარეთ