საოცარი ადგილია :( |
პირველად იოგაზე სიარული მაშინ მომინდა, როცა იპოდრომზე სირბილისას ერთი ტიპი დავინახე, ხის ქვეშ ლოტოსის პოზაში იჯდა და მედიტირებდა. მე მის ყურებაში ველოსიპედისტს შევასკდი, იმას კიდევ წარბიც არ შეუხრია.
თუმცა დღეს უკეთესად ვარ. ერთი გაკვეთილი სამწუხაროდ გავაცდინე, მაგრამ მზად ვარ, ამის მერე ვიყოჩაღო.
ამ ჩანჩქერთან ვიჯდებოდი, ვიჯდებოდი და ვიჯდებოდი:S |
თანაც მოტივაცია კიდევ უფრო მომემატა, რაც ეს პოსტი წავიკითხე. მოდი და ნუ ივარჯიშებ ამის წაკითხვის მერე:))) სულაც არ მინდა 10 წლის მერე მოშვებული კანი მქონდეს.
მოკლედ, წინ, იოგასკენ! დღეს ვარჯიშს მთელი ძალებით ვანახლებ!
No comments:
Post a Comment
დააკომენტარეთ