Sunday, December 25, 2011

საოცდახუთდეკემბრო

მე არ ვარ ისეთი ჟურნალისტი, რომელსაც nose for news აქვს. არ მაინტერესებს, საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა. იმდენად არ მაინტერესებს, რომ არც კი ვიცი, რა დააინტერესებს მაყურებელს ან მკითხველს. საერთოდ არ მაინტერესებს, რა მნიშვნელობა აქვს რომელიმე რიგითი ტელევიზიის გაყიდვას რიგითი პარტიისთვის, თუმცა სიამოვნებით გეკამათებით და დავწერ ევროპაში ენერგოუსართხოების საკითხზე, ევროზონის "ჩამოშლილ" ეკონომიკაზე ან ვუდი ალენის ახალ ფილმზე, რომელიც, ჩემი მეგობრის თქმისა არ იყოს, მხოლოდ "პეროგარჭობილ" ხალხს მოსწონს.


შემიძლია ვწერო ბევრი და ბევრ რამეზე. (ცოტაც შემიძლია). :)

ვერაფრით ვერ დავწერ ახალ ამბებს. ამიტომაც ვამბობ, რომ ჟურნალისტი, სტანდარტული გაგებით, ანუ ისეთი, როგორსაც ამ ქვეყანაში იცნობენ და როგორებსაც აჯილდოვებენ (მაგალითად, ნოდარ მელაძეს), არ ვარ.

იმდღეს ანას ვეუბნებოდი, რომ აუცილებლად დავწერდი რომანს, რომელიც იქნებოდა ერთი დიდი დაწესებულების შესახებ, სადაც მხოლოდ მოჩვენებები მუშაობენ. ეს მოჩვენებები და თავის დროზე ადამიანები ისე გარდაიცვალნენ, რომ ვერაფერი გაიგეს და დღემდე აგრძელებენ თავისთვის წყნარად ფაჩუნს გაყინულ დერეფნებში. ანას კი იმიტომ მივუძღვნი, რომ დაბნელებულზე დერეფანში გასვლა დიდად არ ხიბლავს და რამდენჯერმე წამოცდა კიდეც, რომ მოჩვენებები მაინცდამაინც არ უყვარს.

წინა წელს მე და თეომ ჩავუთქვით სურვილები, რომლის ნახევარიც ამისრულდა. წინა პოსტში დავწერე კიდეც. ვთქვი, რომ სამსახური მინდოდა, საინტერესო და ანაზღაურებადი რაც აგვისრულდა კიდეც ორივეს. კიდევ მართვის მოწმობა უნდა ამეღო, რომელსაც ვერაფრით ვერ მოვაბი თავი. თეო იწყებს გემრიელი საჭმელების გაკეთების სწავლას! და დაიწყო კიდეც, მივულოცოთ თეოს!!:))

რაც შეეხება "ანდალუზიელ ძაღლს" ვერ ვუყურე. ადამიანს ხანდახან ერთი წელიც კი არ გყოფნის იმისთვის, რომ 2 საათიანი რაღაცით დაკავდეს.

<3 <3 <3
თუმცა წლევანდელი წელი ყველა წლისგან გამორჩეული იყო. <3

კიდევ ის, რომ სწავლა დავამთავრე და პირველად 17 წლის მერე სამეცადინო, არდადეგები, საკონტროლო, კოლოკვიუმი, შუალედური, გამოცდა, ლექტორი, გაცდენა, ლექცია, აუდიტორია - ეს სიტყვები აღარ მიხმარია!!! უცნაური გრძნობაა, არადა ეს ბოლო ორი წელი ჯიპაში ყველაზე სწრაფად გავიდა. სხვათა შორის, სამშაბათს graduation გვაქვს!

შარშან კიდევ ის ვითხოვე, რომ ცოტათი კეთილი გავმხდარიყავი. წარმოდგენა არ მაქვს რა გამოვიდა. კეთილი არ ვიცი, მაგრამ უფრო მომთმენი გავხდი. არ ვიცი ეს რისი ბრალია, გამომუშავების, ცდების თუ ფეხზე დაკიდების და ნიჰილიზმის, მაგრამ ასეა: ადამიანებისგან აღარ ვითხოვ იმას, რასაც მე ვუკეთებ. კი არა და, არაფერსაც არ ვითხოვ. ხანდახან ვითხოვ, როცა ძალიან მჭირდება ხოლმე ვინმეს თანაგრძნობა. შეიძლება ეს გიოს "ბრალიცაა". იმ დღიდან მოყოლებული რაც მას პირველად შევხვდი, თითქოს ბურანში ვარ.

მომავალ წელს მინდა, რომ უფრო ყურადღებიანი გავხდე, უფრო კირკიტა საქმის მიმართ. ვხვდები, რომ თუკი რამე არ გამომდის ან მეშლება, მხოლოდ ჩემი უყურადღებობის და დაუდევრობის გამო მომდის. არადა, ყველაფერი ვიცი და ადრეც მაქვს გაკეთებული, უბრალოდ, მეორედ და მესამედ გადასინჯვა რომ არ მიყვარს და ყველაფრის დამთავრება მეჩქარება, საქმე მიფუჩეჩებით გამომდის ხოლმე, და ეს მინდა რომ აღარ ხდებოდეს.

კიდევ საახალწლოდ ახალი დიიიდი ნაძვის ხე მინდა, ლამაზი და ბევრნათურიანი.

1 comment:

  1. ჩემი ჭკვიანი და საყვარელი გოგო <3<3<3<3<3<3<3<3<3<3

    ReplyDelete

დააკომენტარეთ