Sunday, March 4, 2012

I love my job

არ არსებობს იდეალური შეყვარებული, იდეალური ბიჭი, იდეალური გოგო, არც იდეალური საკუთარი თავი, იდეალური სხეული, არც იდეალური სამსახური.

მოკლედ, საკუთარ თავთან შევთანხმდი - იდეალური სამსახური არ არსებობს. თუმცა სამსახურს, სადაც ამჟამად ვმუშაობ, ძალიან ცოტა რამ აშორებს იდეალურისგან:
ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი საქმე, ჩემი პროფესიით ვმუშაობ, ნასწავლს ასე თუ ისე მთლიანად ვიყენებ, კოლეგები - არაჩვეულებრივი, უფროსი - სამართლიანი და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული, და სხვა წვრილ-წვრილი advantage-ებით სავსე: სახლთან ახლოს, გვერდით მაკდონალდსით, (:D), საკუთარი ოთახი, მაგიდა და კომპიუტერი, ზაფხულში დაგეგმილი ექსკურსიები... მაგრამ არც თუ ისე მაღალი ხელფასი.

რას ვიზამთ, მწარე რეალობაა, თუმცა შეგუება შეიძლება. მით უმეტეს, რომ ამ ყველაფერთან ერთად სამი სხვადასხვა სპეციალისტის საქმეს არ გაკეთებინებენ, შენს პირად თავისუფალ დროს და სივრცეს პატივს სცემენ და ამ ქვეყანაში უცნაურია, მაგრამ შრომით უფლებებსაც ასე თუ ისე - იცავენ. 

არ არსებობს იდეალური შეყვარებული - ამაზეც ჩამოვყალიბდი. თუმცა შეიძლება იმაზე ჩამოყალიბდე, როგორი ბიჭია შენთვის იდეალური. მივხვდი, რომ მთავარია, სწორად და დეტალებში განსაზღვრო რა გინდა. ჩემს შეყვარებულსაც ძალიან ცოტა რამ აშორებს იდეალურისგან: ლამაზია, მიმზიდველი, გემოვნებიანი, ჭკვიანი, მზრუნველი, ნიჭიერი და მრავალმხრივი - ბევრ რამეზე შეუძლია საინტერესოდ საუბარი, ყურადღებიანია. ნაკლი? სვანი ღრიანკლის ყველა შესაძლო უარყოფითი თვისება! :D 

თუმცა ამასაც ეგუება ადამიანი.:))) მით უმეტეს, რომ ეს ბიჭი ზაფხულში მესტიაში წაყვანას გპირდება. :D 

ნუ, ეს ხუმრობით. :))))

კიდევ შეიძლება იმის ჩამოთვლა, რა შეიძლება იყოს იდეალური, მაგრამ არ არის და ვეგუებით, იმიტომ რომ უბრალოდ გვიყვარს და მორჩა. მაგალითად, ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, ზოგადად, ჩვენი ცხოვრების სტილიც კი და ა.შ.

ხოდა, აი ასე. :)

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ