Monday, June 30, 2014

ირანში მოგზაურობის ტექნიკური დეტალები

რამდენი დაგვეხარჯება?

ირანში სამოგზაუროდ სულ 600 დოლარი გვქონდა. ეს ფული გვეყო ყველაფერში: მგზავრობაში იქით და აქეთ, ქვეყნის შიდა მგზავრობაში, სასტუმროში, კვებაში, მუზეუმებში და სუვენირებში.


როგორ მოვხვდეთ თეირანში?

არის ორი ვარიანტი: თბილისიდან წახვიდეთ პირდაპირ თეირანში. ავტობუსები გადის ორთაჭალიდან, ღირს 50 დოლარი ერთი კაცი. გზა 27 საათი გრძელდება და გადის თურქეთზე. თბილისიდან რომელ საათზე გადის ავტობუსი არ ვიცი, მგონი 12-1 საათზე. უმჯობესია, წინასწარ მიხვიდეთ და ბილეთები ისე იყიდოთ. მძღოლები ირანელები არიან, თუმცა ქართული იციან.

27 ივნისი, 2014 წელი - თეირანიდან უკან

მე და გიო თეირანის უშველებელ ავტოსადგურში ვართ, საიდანაც ჩვენი ავტობუსი თბილისისკენ ორ საათში უნდა გავიდეს. ახლა დილის 11 საათია.

დილის 8:30-დან აქ ვსხედვართ და ხალხს ვაკვირებით. ვისაუზმეთ, ვიარეთ, ტუალეტებშიც ვიყავით, მოკლედ ყველაფერი ვქენით, ახლა უსაქმურად ვსხედვართ. თან ტელეფონებს ვტენით. ძალიან ვნერვიულობ უკვე. ჩვენებისთვის ხმა სამი დღეა არ მიგვიწვდენია, არ იციან სად ართ და როდის ჩამოვდივართ. ნანა კი არ შეიმჩნევს ალბათ, მაგრამ არჩილა ალბათ უკვე კედლებზე დადის, ხომ ვიცი მაგისი ხასიათი.

26 ივნისი, 2014 წელი - შირაზი და პერსეპოლისი

შირაზის დასათვალიერებლად ისევ უთენია წამოვხტით, მაგრამ სანამ ბარგი ჩავალაგეთ, გიოს ჯერ პერანგი დარჩა, მერე - ფეხსაცმელი, ამასობაში საუზმეზე დაგვაგვიანდა და მშივრები დავრჩით. რაღას ვიზამდით, ჩანთბი ჩამოვიტანეთ, „ჩექაუთი“ გავაკეთეთ, ბარგი ადმინისტრატორს შევანახვინეთ და ქალაქში გავედით.

25 ივნისი, 2014 წელი - ისპაჰანი, შაჰ-აბასის რეზიდენცია

ისპაჰანში დილის 6 საათზე ჩამოვედით. გარეთ გრილოდაო ვერ ვიტყვი, თუმცა სასიამოვნო ნიავი მაინც ქროდა. მოულოდნელობები აქაც გაგრძელდა, როცა ქალაქის ცენტრში მიმავალ ავტობუსში მე და გიომ ერთი ასასვლელიდან ასვლა დავაპირეთ. ერთმა ქალმა გიოს წინა ასასვლელისკენ უბიძგა, მე კი უკანა ასასვლელიდან ამათრია. რა თქმა უნდა, ქალები და კაცები აქაც ცალ-ცალკე სხედან.

24 ივნისი, 2014 წელი - თეირანი

აქ სინამდვილეში ძალიან ადრეა. იმდენად ადრე, რომ ჩვეულებრივი დასავლელი რიგითი მოკვდავი ვერც კი წარმოიდგენს - 1393 წელი დგას! ეს იმიტომ, რომ დასავლური სამყაროსგან განსხვავებით, ისინი წლებს მუჰამედის მერე ითვლიან.

23 ივნისი, 2014 წელი

ქალების რიგი საზღვარზე
კულტურული შოკიდან ვერ გამოვდივარ! აი ეს იყო, თუ იყო, ბარიერი! არასოდეს აღარავინ არ თქვას, რომ ჩვენ თუნდაც სულ მცირე რამით ვგავართ აზიელებს, საერთოდ არაფრით!

დილაუთენია ასტარას სასტუმროში ვისაუზმეთ არაჩვეულებრივი ცხელი, ახალგამომცხვარი და სურნელოვანი პურით, აქაური ყველით და კარაქით, გიომ ერბოკვერცხიც დააყოლა. საუზმის შემდეგ ჩვენი წუხანდელი თანამგზავრი მოვიდა თავისი საქართველოში ნაყიდი მანქანით და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე მიგვაცილა.

22 ივნისი, 2014 წელი - ბაქოდან ასტარამდე

ახლა ასტარასკენ მიმავალ კომფორტულ ავტობუსში ვსხედვართ და გასვლას ველოდებით. ავტობუსმა, რომელიც ათ წუთში დაიძვრება, აზერბაიჯანის და ირანის უკიდურეს საზღვრამდე უნდა მიგვიყვანოს. როგორც აქ გვითხრეს, იქ შეიძლება 5-6 მანათადაც კი ვიშოვოთ იაფიანი სასტუმრო, დილით კი გეზს თეირანისკენ ავიღებთ.

21 ივნისი, 2014 - თბილისიდან ბაქომდე

მე და გიომ ბაქოში გავიღვიძეთ. ჯერ კიდევ მატარებელში ვართ, მაგრამ ბაქოშიც მლე ჩავალთ. ფანჯარაში ვიყურები. გარეთ აღარსადა მწვანე, გაფოთლილი ხეებით დაფარული მთები. მთლიანად დაბლობია, შემაღლებული ბორცვებით და მზის მცხუნვარებით გადახრუკული ბალახით და დაბალი ბუჩქებით. ჰო, ლანდშაფტი საქართველოსგან გაცილებით სხვანაირია.