Friday, July 1, 2016

10 რამ რისი მოსმენაც არც ერთ ახალბედა დედას არ სიამოვნებს

1. მშობიარობიდან ორი კვირა იყო გასული, რომ ერთ-ერთმა ისერა ნაცნობმა ჩემ დანახვაზე მხიარულად წამოიძახა: "ლაზარეს დაიკო როდის უნდა გაუჩინოთ?"

არადა მეგონა, ასეთი კითხვებისგან ცოტა ხნით მაინც დავისვენეთ. თურმე სადა ბანაობ, ააარა, როგორ გეკადრებათ, ამოსუნთქვის საშუალებას ვინ მოგცემს, ჯერ როდის უნდა გაგვახარო (ანუ გათხოვდე), მერე - ერთი შვილი, მერე იმ ერთს დაიკო/ძამიკო არ უნდა, ან - არა უშავს, შემდეგი ბიჭი იქნება; მერე თქვენ ისეთი კარგი შვილები გყავთ, ბევრი უნდა გყავდეთ და ა.შ. მოკლედ, ეს ამბავი სანტა ბარბარასავით არასოდეს მთავრდება.

2. მშობიარობიდან ერთ თვეში კიდევ ერთმა ასევე ისე რა ნაცნობმა ნიშნისმოგებით მითხრა: "უი, მუცელი დაგრჩენია!"

კი, მუცელი დამრჩა, შვილი მეჯდა შიგნით, ადამიანი, ნამდვილი, ცოცხალი ადამიანი და იმიტომ. ზოგადად, ჩემმა ორგანიზმმა ენითაუწერელი ცვლილებები განიცადა და დიდი სტრესი გადაიტანა. ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ჰორმონების ფეიერვერკი ბოლომდე, თმაც ისევ მცვივა და, საერთოდ, მეტყობა სხეულზე გადატანილი ორსულობა/მშობიარობა/ლაქტაციის კვალი. თქვენ წარმოიდგინეთ და, ვამაყობ ამით.

3. "ქალმა თავს აუცილებლად უნდა მოუარო, თუ არ გინდა, რომ ქმარს არ მობეზრდე" - ისე მრცხვენია ჩემივე თავის, ეს სისულელე მეც არაერთხელ მითქვამს. ნეტა, რატომ არ ჩამქოლეს. ნეტა, რატომ არ მირტყეს და ენა ამომაგლიჯეს. მაგრად დამინდეს. სასწაული მეგობრები მყვანან. ყველაზე გამგები და ადამიანურები. მსგავსი სისასტიკე არც ერთს უთქვამს. მადლობა ღმერთს. კი არა და, მათ.

4. შენც დაიწყე სისულელეების პოსტვა? - "ჩვენ ჩავიფსიიით!" - კაი, ხო. ვუტრირებ. მსგავსი რაღაცები ჯერ არ დამიპოსტავს, მაგრამ სული რომ წამძლევია, ფაქტია.

მაგალითად მაშინ, როცა ლაზარემ პირველად დაამუღამა კუჭში გასვლა ერთსა და იმავე დროს გადაყენებით. (უკაცრავად ასეთი პირდაპირობისთვის). ჩემზე ამაყი ამქვეყნად არავინ იყო. მე ეს შევძელი! მე შევძელი 6 თვის ჩვილი ბავშვისთვის გამომემუშავებინა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვევა, ერთსა და იმავე დროს მოსდომებოდა კუჭში გასვლა და შეეკავებინა თავი, სანამ გაიღვიძებდა და გადავაყენებდი. ეს კი, თავის მხრივ, არამხოლოდ ბავშვისთვის ახალი და მნიშვნელოვანი ჩვევის შეძენას ნიშნავს, არამედ საკმაოდ დიდ დანაზოგს ოჯახის ბიუჯეტში.

თქვენ გგონიათ, თუნდაც, პოსტის - "პირველი კიჭის" უკან მხოლოდ გულუბრყვილო აღფრთოვანება იმალება? არა ბატონო. ამის უკან პატარას უამრავი გათენებული ღამე, უმიზეზო და გაბმული ტირილი, უმადობა, უხასიათობა და ამ ყველაფრის შედეგი დედის გადმობრუნებული თვალებია. ამის ფონზე კბილის ამოჭრა მზის გამონათებასავითაა! ბავშვის მადა ბრუნდება, ძილი წესრიგდება, ის ისევ საყვარელი და მხიარულია, დედაც დამატებით 1-2 საათი იძინებს.

5. რა თხლად აცვია, არ გაგიცივდეს/მაწონს რატომ არ აჭმევ?/ბავშვს კბილი რომ ამოუვა, იმას ძუძუ რაღად უნდა - და ა.შ. უსარგებლო რჩევების მთელი პაკეტი. გამარჯობა, ისა, ბოდიში, რომ გაწუხებთ, მაგრამ დედა მე ვარ აქ და მოდი, მე თვითონ გადავწყვეტ, შვილი როგორ გავზარდო. არა, ბატონო, არ სცივა, 25 გრადუს სიცხეში ცოდოა ბავშვი ქუდით. არც წლამდე მაწონი არ შეიძლება. ვიცი, რომ ჩვენ მაწვნით ვართ დაზრდილები. მაინც არ შეიძლება. რამდენი ხანიც მომინდება, იმდენ ხანს ვაჭმევ ძუძუს ჩემს შვილს, გვსიამოვნებს ეს პროცესი ორივეს, და, საერთოდაც, ჩემი ძუძუა, შენი ხომ არა, ვახ! და ა.შ.

6. აბა რა გეგონა გენაცვალე! (ნიშნისმოგებით ღიმილით გაზრდილ შვილებზე გადახედვა) - ამას, როგორც წესი, უკვე გაზრდილშვილებიანი დედები ეუბნებიან ხოლმე ახალბედა დედებს. ეს არის ყველაზე სასტიკი და უგულო პასუხი წუწუნზე, რომ დავიღალე. ეგრე მეგონა, კი, ნამდვილად არ წარმომედგინა ვარდისფერ ფერებში შვილის ყოლა (არა, მართლა ფანტასტიკურია და არაფერი შეედრება გრძნობას, როცა ის თავისი პაწია ხელებით თავზე მეფერება და აღტაცებისგან ჭყლოპინებს, მართლა, მართლა!), მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ? ხომ შეიძლება, ვინმემ თავზე ხელი გადამისვას? ან რავი, თავი დამიქნიოს და ნწუნწუნწუ იძახოს დანანებით, ან რავი, ეგეთი რამე. მეტი კი არ მჭირდება. ამოვთქვამ, დავიცლები, მერე ისევ დავიქოქები.

7. შენი მოვალეობაა! - წინა პუნქტის განვითარებაა ეს. ვიცი, რომ მოვალეობაა. მაგრამ ხანდახან ისეთი ტკბილია შექება! როცა საღამოთი კარგად ნაკვებ-გართობილ-დაბანილ-გამოცვლილ-დაძინებული ბავშვი მშვიდად წევს საწოლში, მე კი პუფში ვგდივარ მისავათებული, მინდა, რომ ვინმემ (მაგალითად, ქმარმა) შემაქოს და მითხრას, რომ ფანტასტიკური დედა ვარ და ჯერ არასოდეს, არც ერთ დედას ასე კარგად შვილისთვის არ მოუვლია. ვიცი, რომ ტყუილია. ვიცი. მაგრამ წახალისება რომ საჭიროა, ვა?!

8. უი, სამ თვეში გახვედი სამსახურში? (თვალები აქაჩული, "უიმე, ეს უგულო"-ს გამომეტყველებით) - კი. მივაგდე. შვილი დედას დავუტოვე. Problem?

9. გეყოფა გართობა და აქეთ-იქით ხტუნაობა, აღარ შეგფერის, უნდა დაღვინდე - ფიჰ, როგორ გეკადრებათ. ღვინო ძალიან მიყვარს, კი. განსაკუთრებით, ქინძმარაული ან ოჩხანური საფერე. ქისსაც არა უშავს. აჰამ.

10. მეათე მიზეზი, კარგა ხანია ვფიქრობ და, ვერ მოვიფიქრე და თქვენ განავრცეთ კომენტარებში, იქნება, გული მიგრძნობს :D

11 comments:

  1. :))))) უბრალოდ მოეშვი. ისწავლე მოსმენა. ადამიანებს სიამოვნებთ როდესაც ისე უსმენენ რომ აფიქრებინებენ აი რა საინტერესო რამეს ამბობო.
    ამასთანავე გაითვალისწინე. მოსმენის შედეგად მიღებული რჩევა არ უდრის ვალდებულებას.
    წარმოიდგინე თავი სამსახურში სადაც უფროსს რამე რომ გადააფიქრებინო ეს აუცილებლად უნდა დაასაბუთო, თუ რატომ უნდა გადაიფიქროს. ასე მოექეცი ყველა ადამიანს. თუ ვინმეზე უფრო ჭკვიანი ხარ და მასზე უკეთ იცი თუ რატომ არ უნდა ჭამოს ბავშვმა მაწონი 1 წლამდე, შესაბამისად დაუსაბუთე. თუ ვერ გაიგებს, ესეიგი მისი გონებრივი შესაძლებლობები სწორედ იმ სიმაღლეზეა, რამხელაზეც ამ პოსტის წერის დროს იყო შენი.
    პატივისცემით 11 შვილის (4 ტყუპი) მამა

    ReplyDelete
    Replies
    1. 11 შვილი არა ის, კიდევ რა :პ ამ კომენტარის ავტორს თუ ბლოგების დრო აქვს და კომენტარების დატოვების, ესე იგი 11 შვილი კი არა, ერთიც არ ჰყავს და მით უმეტეს მამა ვერ იქნება :პ

      ირინა, საუკეთესო დედა ხარ, მეც გეტყვი შენს ქმართან ერთად, კარგი? იმიტომ რომ შენს აზრს და ემოციებს, გამოცდილებას აზიარებ და დედებს გვახსენებ და გვაცინებ კიდეც, იმიტომ რომ არ არსებობს მშობელი, მგონი, ეს რჩევები რომ არ ჰქონდეს მიღებული. განსაკუთრებით.
      იმ განსხვავებით, რომ მე მხოლოდ მეორე შვილის გაჩენის მერე დავიწყე მუშაობა და მანამდე ყველა თავს აქნევდა, საწყალო, როგორ ზიხარ სახლში და ბედნიერი ხარ "უბრალოდ" დედა და ცოლი რომ ხარო. რა უნდა მექნა, მემტკიცებინა, ძალიანაც ბედნიერი ვარ-მეთქი და არგუმენტები მომეყვანა, როგორც ზემო "კომენტატორმა" გირჩია? ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის - ჩემი დევიზია :ლოლ:
      და კიდევ როგორც იტყვიან: lovers gonna love and haters gonna hate - თუ ვიღაცას რაღაც სტერეოტიპები აქვს ტვინში ჩაჭედილი, იმ ადამიანს ვერაფერს შეაგნებინებ.
      დედებს კიდევ ისედაც ბევრი საქმე გვაქვს!

      მიყვარხარ!!! კოცნები საყვარელ ლაზარეს!

      Delete
    2. სოფო :* ხო, ყველა ვარიანტში მოინახება ხოლმე გასაკრიტიკებელი რაღაც: უი, ამდენი ხანია ძუძუს აჭმევ? ან რატომ არ აჭმევ ძუძუს? 3 თვეში სამსახურში გახვედი? სამსახურს როდის იწყებ? ბრრრ... ამ ხალხის მოსაწონს ვერასოდეს ვერ გააკეთებ რა:)))) მართალი ხარ, lovers gonna love and haters gonna hate :D

      Delete
  2. 11? მერე როგორ გძინავთ ღამე?:)))) ანუ, მაწონში არაა საქმე, ხომ ხვდებით, უამრავ, უსარგებლო რჩევაშია. ბავშვის კვებასთან დაკავშირებით ყველას თავთავისი აზრი აქვს. მაგრად არ მიყვარს მშობლისთვის ჭკუის სწავლება, ყველამ უკეთ იცის, საკუთარ შვილს როგორ მოუაროს. ინსტინქტი თუ მუნჯის ენა თუ რავი, რა ჰქვია. ხოდა ადრე ისე კარგად გამომდიოდა მოსმენა და ახლა, უძინარზე აღარ გამომდის :დდ

    ReplyDelete
  3. ვაიმე ირინკა, გიყურებ და ლამისაა არასდროს მომინდეს შვილი. ასე მგონია, ძააან იტანჯები. სორი :D

    ReplyDelete
    Replies
    1. რა სისულელეა. უბრალოდ, მე მგონი, დედობის სიძნელეებზე ჩემ მეტი არავინ ლაპარაკობს. :) და პლიუსები კიდევ ისეთი აქვს, აზრი არ აქვს ახსნას, სანამ დედა არ იქნები, ვერ მიხვდები, რატომ წონის ამ ყველაფერს.

      Delete
    2. და ასეთ დებილურ კომენტარს რომ წერ, გამოჩნდი მაინც, ვინ ხარ, ანონიმურად რომ აკეთებ კომენტარს. :/

      Delete
  4. როცა არ იციან რა გითხრან, სისულელეებს გეუბნებიან და თუ რამე ცუდად უპასუხე, მერე გეტყვიან, გადაღლილი ხარ და ყველაფერზე ნერვები გეშლებაო. -_-

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო. ორსულად რომ ვიყავი, ორსულობის გამო ვბრაზობდი (და არა ვიღაცების დებილობების გამო), მერე "ნერვებზე ხარ აშლილი და ბავშვი გტანჯავს" (იხ. წინა დებილური კომენტარი) და კაროჩე. გარშემო არამკითხე მოამბეები და ეგეთი დებილური კომენტარების მკეთებლები მტანჯავენ, ბავშვი კი არა :))

      Delete
  5. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ReplyDelete
  6. How to Get a No Deposit Bonus at a Casino Without
    A no deposit bonus is a type of 벳 365 코리아 우회 casino bonus given to 이스포츠 online 바카라 검증 사이트 casinos where it 벳 익스플로 어 means they give out free spins to the real 토토 사이트 players.

    ReplyDelete

დააკომენტარეთ