Wednesday, March 25, 2015

შვიდი სიმართლე, რომელიც მას მერე აღმოვაჩინე, რაც 30 წელს მივუახლოვდი

იმდღეს ვკითხულობდი სტატიას, რა იცვლება ცხოვრებაში როცა 30 წელს უახლოვდები. ჩემ შემთხვევაში, გარდა თავის მოვლის საშუალებების გამრავლებისა, უფრო მეტი რამ შეცვლილა, ვიდრე - წარმოვიდგენდი. პრინციპში, ალბათ არაფერია იმაში უჩვეულო, როცა 27 წლის ასაკში აღარ ფიქრობ ისე, როგორც 20 წლისა ფიქრობდი.

Friday, October 10, 2014

რას პირდებით საცოლეებს?

თითქოს ზაზუნას დღეები გვაქვს - ყოველდღე ვხსნი ფეისბუქს და ერთი და იგივე ამბავი მხვდება: ვიღაც ქალი თმით ათრიეს, ცემეს, სოფლის ბირჟაზე ჩაქოლეს, ურტყეს, მოკლეს, ამით ოჯახის ღირსება დაიცვეს... სიუჟეტი ერთსა და იმავე დროს დათქმულივით მეორდება, ლოკაციის და პერსონაჟების სახელები კი - იცვლება. გეგონება, ეს ამბავი მთელ ქვეყანაში დამოგზაურობსო.

Saturday, August 2, 2014

ბიჭი, რომელიც გადარჩა

ყველაზე მაგარი: დამბლდორის არმია
როცა ჰარი პოტერს ვკითხულობდი, მაშინ არც 2013 წლის 17 მაისი იყო მომხდარი, არც კაზანტიპის არსებობის შესახებ გამეგო, არც ამდენი მღვდელი დადიოდა ჯიპითა და მოოქროვილი ჯვრებით და არც ქართველობას გვართმევდა ვინმე. (თუმცა, შეიძლება ვცდები, ბოდიში, 2008 წლის ომი ჩავლილი იყო, მაგრამ, მგონი, იქ ეროვნება და ღირსება არავის წაურთმევია, რატომღაც).

Monday, June 30, 2014

ირანში მოგზაურობის ტექნიკური დეტალები

რამდენი დაგვეხარჯება?

ირანში სამოგზაუროდ სულ 600 დოლარი გვქონდა. ეს ფული გვეყო ყველაფერში: მგზავრობაში იქით და აქეთ, ქვეყნის შიდა მგზავრობაში, სასტუმროში, კვებაში, მუზეუმებში და სუვენირებში.


როგორ მოვხვდეთ თეირანში?

არის ორი ვარიანტი: თბილისიდან წახვიდეთ პირდაპირ თეირანში. ავტობუსები გადის ორთაჭალიდან, ღირს 50 დოლარი ერთი კაცი. გზა 27 საათი გრძელდება და გადის თურქეთზე. თბილისიდან რომელ საათზე გადის ავტობუსი არ ვიცი, მგონი 12-1 საათზე. უმჯობესია, წინასწარ მიხვიდეთ და ბილეთები ისე იყიდოთ. მძღოლები ირანელები არიან, თუმცა ქართული იციან.

27 ივნისი, 2014 წელი - თეირანიდან უკან

მე და გიო თეირანის უშველებელ ავტოსადგურში ვართ, საიდანაც ჩვენი ავტობუსი თბილისისკენ ორ საათში უნდა გავიდეს. ახლა დილის 11 საათია.

დილის 8:30-დან აქ ვსხედვართ და ხალხს ვაკვირებით. ვისაუზმეთ, ვიარეთ, ტუალეტებშიც ვიყავით, მოკლედ ყველაფერი ვქენით, ახლა უსაქმურად ვსხედვართ. თან ტელეფონებს ვტენით. ძალიან ვნერვიულობ უკვე. ჩვენებისთვის ხმა სამი დღეა არ მიგვიწვდენია, არ იციან სად ართ და როდის ჩამოვდივართ. ნანა კი არ შეიმჩნევს ალბათ, მაგრამ არჩილა ალბათ უკვე კედლებზე დადის, ხომ ვიცი მაგისი ხასიათი.

26 ივნისი, 2014 წელი - შირაზი და პერსეპოლისი

შირაზის დასათვალიერებლად ისევ უთენია წამოვხტით, მაგრამ სანამ ბარგი ჩავალაგეთ, გიოს ჯერ პერანგი დარჩა, მერე - ფეხსაცმელი, ამასობაში საუზმეზე დაგვაგვიანდა და მშივრები დავრჩით. რაღას ვიზამდით, ჩანთბი ჩამოვიტანეთ, „ჩექაუთი“ გავაკეთეთ, ბარგი ადმინისტრატორს შევანახვინეთ და ქალაქში გავედით.

25 ივნისი, 2014 წელი - ისპაჰანი, შაჰ-აბასის რეზიდენცია

ისპაჰანში დილის 6 საათზე ჩამოვედით. გარეთ გრილოდაო ვერ ვიტყვი, თუმცა სასიამოვნო ნიავი მაინც ქროდა. მოულოდნელობები აქაც გაგრძელდა, როცა ქალაქის ცენტრში მიმავალ ავტობუსში მე და გიომ ერთი ასასვლელიდან ასვლა დავაპირეთ. ერთმა ქალმა გიოს წინა ასასვლელისკენ უბიძგა, მე კი უკანა ასასვლელიდან ამათრია. რა თქმა უნდა, ქალები და კაცები აქაც ცალ-ცალკე სხედან.