Friday, April 23, 2010

ქალი, რომელსაც ორი საშო ჰქონდა

ხანდახან არის ხოლმე ისეთი დღეები, როცა ვფიქრობ ხოლმე, ამის მეტმა რაღამ შეიძლება გამაკვირვოს, ან რაღაზე შეიძლება რომ ვინერვიულო ხოლმე... ხო არაფერი, მაგრამ ნებისმიერი ხმის აწევაც კი საშინლად მოქმედებს ჩემზე. განა ხასიათს მიფუჭებს, არა, მაგრამ თითქოს ჯინაზე ყველაფერი მიეწყობა ერთმანეთს, ხან კარტრიჯი გაფუჭდება, ხან კომპიუტერი გამოირთვება, ამასობაში ეს დაწყევლილი 7 საათიც მოდის და საბოლოოდ ყველაფერი ეთერზე აისახება. 

შარშანაც ასე იყო. დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ ეთერი, მერე ნელ–ნელა გაგვინელდა აღტაცება. ჯერ უფროსმა დაიკიდა რადიო, მერე დანარჩენებმაც. ბოლო დღეებში გამოქცევაზე ვიყავი. 

საშინლად არ მინდა აქაც იგივე დამემართოს. საერთოდ სხვა გარემო იყო, ახლა პირიქითაა ყველაფერი. სუყველა დაძაბული ვართ. სიცილითაც კი ისტერიულად ვიცინით. ძალიან შევეჩვიე აქაურობას და მართლა ყველა კარგად გავიცანი და ძალიანაც მიყვარს სუყველა, მაგრამ რა ვქნა, როცა შენს უფროსს ხედავ რომ აღარ აინტერესებს ის საქმე, რასაც ერთად აკეთებთ და ხვდები, რომ ისიც გაქცევაზეა სამსახურიდან, ადრე თუ გვიან ყველა დაიკიდებს. მე მგონი ეს არაორგანიზებულობა ქართველობის ტოტალური სენია. 

კიდევ გვიან დაიწყო ეს კრიზისი. უფრო ადრე ვვარაუდობდი. და ასეთ კრიზისულ მომენტებში ვფიქრობ, რომ მორჩა, რაც არ უნდა მოხდეს, რეაქცია აღარ მექნება. განა თავს ვარწმუნებ, უბრალოდ თითქოს რაღაც ივსება და მეტი უბრალოდ აღარ ჩადის. ეგრეა.

ნეტავ ეს ეტაპი როდემდე გაგრძელდება. შარშან ამაზე ბევრად უარეს სიტუაციაში ვიყავი, დროშიც უფრო საშინლად ვიწვებოდი და აბა იმ სამსახურში იყო სტრესი თუ იყო. ამიტომაც 4 თვეზე მეტი ვერ გავქაჩე. უბრალოდ აი ბოლო დღეს მივხვდი, რომ მეორე დღეს იქ მისვლა ჩემს ყველა ძალ–ღონეს აღემატებოდა. და აღარც მივსულვარ მეტჯერ. იმ სამსახურიდან ენდი უორჰოლის რეპროდუქცია შემომრჩა ზედ გამოსახული მერლინ მონროთი და კარლო კაჭარავას ერთ–ერთი ნახატი, (მისივე ლექსების წიგნის ყდაზე გადაიტანეს მერე).  ჰოდა, კაჭარავაზე გამახსენდა, ნახეთ რა მაგარი ლექსია, ნეტა ჩემი იყოს: 

დენის დიუჰამელი
თარგმანი ინგლისურიდან - ნანა დიხამინჯია

(ესკიმოსთა მითოლოგიაზე დაფუძნებული პოეზია )


ქალი, ორი საშო რომ ჰქონდა, მუდამ ცდილობდა,
ისინი ქმრისგან დაემალა. ეს რთული იყო,
რადგან ჩვეულებრივი ადგილის ნაცვლად

ხელისგულებში ჰქონდა ორივე. საცდუნებლად,
ქმარს ასოზე ძუძუსთავით ეფერებოდა
ან უკნიდან აყვარებდა თავს.

შორიდან იყო ჩამოსული, იმ ადგილებზე
საუბარი არასდროს სურდა. ქმარი ფიქრობდა,
იქ შეიძინა ასეთი ცოდნა. ბედნიერად ცხოვრობდა ,

სანამ შემთხვევით დაინახა, რომ ქალი
თითებიდან ისე ფსამდა, თითქოს უნდოდა
წყალი პეშვებით დაეჭირა. მაშინ ინატრა -

არ გაეგო, რომ მისი ცოლი, ახალგაზრდა
და ვნებიანი, მოჩვენება ყოფილა თურმე.
მგრძნობიარე სურვილისთვის დრო აღარ იყო -

მოჩვენება თოვლის ქოხში მარტოობას შემოიტანდა.
ამიტომაც კაიაკში დააბა ცოლი და
სახლიდან შორს მოდრეიფე ყინულზე დასვა.

უბრძანა, უკან დაბრუნდიო, მკვდრების სამეფოში,
ქალი - მოძრავ ჩრდილად გაბმული ვერც აქ რჩებოდა,
ვერც ბრუნდებოდა. ზოგი ამბობს,

რომ დღემდე ისმის მისი ტირილი: “ჩემს ქმარს
მე აღარ ვენდომები!” “ჩემს ქმარს მე აღარ ვენდომები!”
მაგრამ არ იცის, ქმარს ისევ როგორ ენატრება

მისი ტყუპი საშოები, როგორ ცდილობს
ეს დაუმალოს თავის ახალ ცოლს. თუმცა
სოფელი პატარაა და ქარივით ვრცელდება ჭორი -

თურმე ახალ ცოლს აიძულებს, სილა გააწნას,
რომ თითების თბილი ჟრჟოლა ისევ შეიგრძნოს და
მერე დიდხანს ქვითინებს მის უნაყოფო ხელისგულებში.

მაგრამ დიუჰამელმა დამასწრო. კიდევ უკეთესები აქვს. მიყვარს ეს პოეტესა. :) 

Monday, April 12, 2010

გაზაფხული:))

სხვისი არ ვიცი და ჩემთან გაზაფხული ზუსტად მაშინ მოდის, როცა კარადას ვალაგებ. 
ძალიანაც ვისიამოვნე ამ პროცესით. ვუყურებ ეხლა ჩემს კარადას და გულით მიხარია:)) აი ნახეთ, პირსახოცები ზევით დევს, მერე შარფები და ქუდები მოდის, სულ ბოლოს მაისურები... მოკლემკლავიანებიც გადმოვიღე უკვე! (სუნ)




აბა ამას ვერ მივხედე, მაგიდის დალაგება მერე იყოს, აღარ მყოფნის მუზა საამისოდ :|






ჰოდა ხვალ 10–ის ნახევარზე ვარ ასადგომი და მგონი ჯობს ეხლა დავწვე და ხვალ ან ზეგ, ან თუნდაც მაზეგ მაგიდას მივხედო... ან რა ჭირს ეხლა მისახედი, ყველაფერი თავ–თავის ადგილზე დევს, იყოს! 


Saturday, April 10, 2010

როცა სინამდვილეს თვალს ვუსწორებ:(


ხომ ვამბობ, ამ ბლოგს მხოლოდ მაშინ ვაკითხავ, როდესაც ყველაზე უბედურად ვგრძნობ თავს მეთქი.

შეიძლება ვიღაცაზე მაგრად მიმართლებდეს კარიერაში, მაგრამ მაინც უბედური ვარ...

რომ იცოდეთ როგორ მშურს ყველაზე გოიმი წყვილების, რომლებიც ერთი ვარდით ხინკლის სახლში შედიან და ერთ ხაჭაპურზე სხედან მთელი დღე... კი დავცინით ხოლმე, მეც კი დავცინი და იმ წუთში მართლა მეცინება, მაგრამ ასეთ მომენტებში გულით მშურს მათი, ისინი ხომ გულით ბედნიერები არიან... :( აი ამათიც მშურს... :((

არც ჩემი უფლებები მინდა, აღარც თანასწორობაზე მაქვს პრეტენზია...:(  ჩემი ყველა ძველი პრეტენზიაც დავივიწყე... :( მაგრამ ყველაფერი ისე მაინც აღარ გამოდის როგორც ადრე იყო... :(((((((

Thursday, April 8, 2010

:)



როგორ მიყვარს ასეთი დღეები.
პრინციპში დიდი არაფერი. გუშინაც გვიან დავწექი. ჯერ რაღაც აპლიკაციას ვავსებდი, მერე ის სთორი დავწერე როგორც იქნა, საქართველოში დემოკრატიის განვითარების თემაზე. (არა, თემა ხო მაგარია itself :D) მერე ვეღარ ვიძინებდი.
დილითაც ადრე ავდექი, შუა გზაში ციცის მესიჯი მომივიდა, ნიკო გაგიცდებათო. ცოტათი გამიხარდა.


ეხლა ვზივარ სამსახურში კომპიუტერთან, გარეთ ცვალებადი მოღრუბლულობაა (მე თვითონ გავზომე :D), ცოტათი გრილა კიდეც. თუმცა ნიუსრუმში თბილა და მყუდროდ ვართ. თან ნიუსებს ვუთვალთვალებ, თან მეგობრებისთვის ონლაინზე ვარ. დღეს შედარებით წყნარი დღეა. ერთი სასიუჟეტო მასალა გვაქვს, ერთი ხვალის თემაც გვაქვს, რომელიც თუ მოესწრო შეიძლება სინქრონებად დღესაც გავიდეს. თან რძიან ყავას ვსვამ, რომელიც უკვე გათავდა. :(





მოკლედ, მომწონს ეს რეჟიმი. რომ შემეძლოს კუს ტბაზე მე ავიდოდი, მაგრამ აბა ნიუსებს მერე ვინ გააკეთებს. მზიკოც ცოდოა, მთელი დღე მონიტორთან, ბრრრრ! :|

საღამოს შეიძლება მე და ზურა "ზაფხულის ღამის სიზმარზე" წავიდეთ. ორი კვირაა "რამე კაი" არ გვინახავს. იქნებ ანიც ავიყოლიოთ, თუმცა დღეს რატომღაც უხასიათოდაა.

მამიდაჩემმა დამირეკა, საღამოს გამოგივლი, სტიპენდია უნდა მოგცეო. რა ტიპია, რაც თსუ-ში ჩავაბარე, იმის მერე "კარგი და ნიჭიერი რომ ვარ", სტიპენდიას მაძლევს ყოველთვიურად. ვეუბნები, უკვე იმდენი შემოსავალი მაქვს, აქეთ მოგცემ სტიპენდიას-მეთქი, მაგრამ არ ესმის. :))

რაღაცნაირად მშვიდად ვარ. ასე მყარად თავი არ მიგრძვნია არასდროს. თუმცა ვიცი, რომ ეს სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელდება.

Tuesday, March 30, 2010

ჯიპა ინ მაი ლაივ:)))))

სახლში რომ მივდივარ ჩემს მონოლოგს ასე ვიწყებ ხოლმე: "აუ დე იცი დღეს ჟორამ რა თქვა," ან "აუ დეე იცი ნატა რა საყვარელია" და ა.შ. ეს რადიოც ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი საინტერესო ეტაპია, სადაც ბევრ რამეს ვსწავლობ. ისევ ისე, როგორც ყოველთვის.

(აუ ჩემი ფანჯრის წინ ჭრიჭინა აჭრიჭინდა უკვე და რატომღაც დამცხა... მე მგონი ჭრიჭინები რომ ჭრიჭინებენ იმიტომ ცხელა ხოლმე, თუ როგორც არის მოკლედ)

მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გადაღლილი მოვდივარ სახლში, რატომღაც ყველა დავალებას უფრო დროულად ვმეცადინეობ, უფრო ორგანიზებული ვარ, სამუშაოსაც უფრო ენთუზიაზმით ვუდგები (აბა ღმერთმა დამიფაროს სტანდარტულ ოფისში ვიჯდე და სერიოზული თანამშრომლები მესხდნენ გვერდით და არც ერთს არ მოსდიოდეს თავში აზრად სკამებით კატაობა ან ყავაში ჩაფურთხება... (არა, ვაჭარბებ მეც ეხლა :)))) ). კიდევ კვირა არ გავა რომ მე ზურა და ანი თეატრში არ წავიდეთ, ან ახალი ფილმი არ ვნახო. ერთი ეგაა წიგნის კითხვას ვერასოდეს ვახერხებ სწავლის პერიოდში, თუმცა რამე საინტერესო რომ მქონდეს აუცილებლად გამოვნახავდი მისთვისაც დროს და უფრო ნაკლებ დროს ვიჯდებოდი ფეისბუქში. ერთი ეგაა, ცოტათი გავხდი. არ ვიცი რამდენად შემეტყო, ვინც მხვდება, ყველას გული უსკდება რას გავხარო. მე კიდე ძალიანაც მომწონს. გახდომაა ძნელი, თორემ აბა გასუქებას რა უნდა.:)))

არ ვიცი, არ მინდა ეხლა რადიოს რეკლამა გამომივიდეს, მე ხომ 5 წელია ობიექტურად წერას მასწავლიან ხან სად, ხან სად.:)) მაგრამ ესეც ჩემი ნაწილი გახდა უკვე. ყოველ კვირას ვეცნობი ვიღაცებს, წარმოდგენა არ მაქვს მეორე დღეს სად გამაგზავნის ბიძინა, იმ დღეს რას შევჭამ და სად (დამიჯერეთ, ეს ჩემი ყველაზე საჭირბოროტო საკითხია!), ვის შევხვდები კაცმა არ იცის და ა.შ.

ამ რადიოში უფრო უკეთესად მივხვდი, რომ ჟურნალისტიკაა ის საქმე რომელიც არასდროს მომბეზრდება. თუნდაც იმიტომ, რომ ყველა სამსახურში გამოჩნდება ნატასავით ღვთისნიერი ვინმე და საინტერესო ინვეთებზე აკრედიტაციას გამიკეთებს :D.

P.S. თუმცა ყველაზე უყურადღებო უფროსი გვყავს ever! რაც ეთერში გავედით ერთი არ მოვუკითხივართ, როგორ ვართ, ან რას ვაკეთებთ, ან რამე ხო არ გვიჭირს! :))))))))))))))))0

Friday, March 19, 2010

რადიო "ჯიპა"

ეს ბლოგი მარტო მაშინ მახსენდება, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, შედეგად ცუდ პოსტებს ვწერ და ამიტომაც არ კითხულობენ ალბათ. I don't care, ის დანიშნულება აქვს, რაც მე მჭირდება.

რა უცნაურია, ყველა სამსახურ ში ყველაზე თავისებური ადამიანები მხვდებიან, ever. არც იმ რადიოში იყვნენ რიგითი ტიპები, არც აქ მით უმეტეს. თითქოს, ღმერთს უნდა რომ ისეთი ადამიანები გამაცნოს, აი მკაფიოდ ჩამოყალიბებული, სხვანაირი ტიპები და არა ჩვეულებრივი და უფერულები. ამ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი და ვმუშაობ,დიდი გამოცდილება აქვთ, ყველას რთული გზა ჰქონდა, (მეტნაკლებად) ყველა ჩემზე დიდია და დაახლოებით თანატოლები.

ამ სამსახურში ოთხნი არიან, დიდები. ჩვენი საინფორმაციოს პროდიუსერი, ბიძინა, მათ შორის (და შესაბამისად ჩვენზეც) ყველაზე უფროსია. ტიპური მერწყულია _ ხან გენიოსი მგონია, ხან ჩვეულებრივი ხელმოცარული. ვერასოდეს ვატყობ სახეზე როცა ჩვენს ტექსტებს კითხულობს, მოსწონს თუ არა. ხანდახან გაფანტულია ხოლმე და ასე მგონია, რომ ამ დროს ყველაზე ნაკლებად ჩვენი ტექსტები ადარდებს. თავისებური კაცია, ცინიკოსიცაა, როგორც ყველა ინტელექტუალი ალბათ.

ნატაც მერწყულია. ზუსტად არ ვიცი სიმართლე რომ ვთქვა რისი მენეჯერია, მაგრამ მგონი ყველაფერს აკეთებს _ პროექტების წერით დაწყებული და გრანტების მოზიდვით გაგრძელებული, ჩვენი ტექსტების კითხვით და ჩაწერაზე დასწრებით დამთავრებული. გარეგნობაც კი უცნაური აქვს. რაღაცნაირი, აი ძველი სკანდინავიელები წარმომიდგენია ეგეთები,ჩრდილოეთის ციალს რომ უყურებდნენ, ფრეია რომ ჰყავდათ ქალღმერთი, მკაცრი გარეგნობა აქვს და ეგზოტიკური. მე ძალიან მომწონს გარეგნობით. ჩაცმის სტილიც კი განსხვავებული აქვს. თანაც ჩვენი თანდასწრებით არასოდეს შეგვაქებს, ისე კი ძალიან სამართლიანია.

აი ჟორა მართლა ყველაფერია რადიოში. ბიძინას თუ მოეწონა ჩვენი ტექსტი, ჟორას არ მოსწონს, ნუ რა მოსწონს საერთოდ ეს ცალკე საპოსტე თემაა:)) ყველაზე ამოუცნობი ობიექტი ჩვენს ოფისში ჟორაა. უცებ რაღაცას იტყვის სერიოზულად, უკვე ვფიქრობ რომ უნდა გავიქცე და თავს ვუშველო, რომ გაიცინებს და გულზე მომეშვება. არადა ძალიან კეთილია. ხან მზე და მთვარე ამოგვდის მაგაზე მე და ანის, ხან ცოფებს ვყრით. (ხომ ვამბობ არა, ჩვენთან ნეიტრალური ტიპები არ არსებობენ–მეთქი!) ვერძია და საშინლად ჯიუტია, როგორც წესი პირველია და როგორც წესი ყოველთვის მართალი. არადა... ჰო, კარგი, თორემ ჩემი ბედი რომ ვიცი, შემომივარდება ზურა აქაც და გამაწყვეტინებს.:)))

აი გუგა რომ არ იყოს, მართლა ყოველდღე მეგონებოდა, რომ ეს ჩემი ბოლო დღეა რადიოში. :)) გუგა ჩვენი მთავარი დირექტორია, მოკლედ ყველაფრის დირექტორი. სასწორია, ესეც მეტნაკლებად გამოკვეთილი სასწორი. ოპტიმისტია და არ არსებობს ეს განწყობა არ გადმოგვდოს. თან კარგ ხასიათზე დადგომა ხომ ძალიან ადვილია! არც შექება ენანება, მაგრამ თუ გაბრაზდა, ისეთი გაბრაზება სცოდნია, მტრისას! ყველაზე მეტად კამათი უყვარს და (მე მგონი:p) არ არსებობს მოუგო. ამის ილუზია იქვე უნდა დაივიწყო. როგორც სასწორების უმეტესობა, ესეც "ყველა განსხვავებული_ყველა თანასწორის" პრინციპით ცხოვრობს. რასაც ყველა ადამიანში ვაფასებ და რაც მთავარია, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ან დაღლილი იყოს, ყოველთვის ცდილობს გაიღიმოს და ზოგზოგიერთივით სხვაზე გაბრაზებული ჩვენზე ჯავრს არ იყრის!

ჰოდა ამის მერე დედაჩემი ყოველ საღამოს გაოცებული მეკითხება, ასე რამ დაგღალაო. მეც სასწორი ვარ დე და ემოციებით უფრო ვიღლები, ვიდრე მუშაობით.

Monday, February 8, 2010

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

ყველაზე ძნელი გადასატანი გამოჯანმრთელების პერიოდია. აი დღეს, აი ხვალ.. იცით როგორ მენატრება ყველაზე მარტივი რამეები ჩემს ცხოვრებაში? აი მაგალითად, სახის გაწმენდა სკრაბით. ეს ორი დღეა წარმოვიდგენ, როგორ გავიწმენდავ სკრაბით სახეს, მერე ნიღაბსაც დავიდებ, მერე გამწმენდით გავიწმინდავ და ბოლოს კრემსაც წავისმევ..
ნუ დამცინებთ:))

კიდევ სუნამოს დასხმა მენატრება. გუშინ ჩამოვუარე ყველა ფლაკონს, ხან რომელს დავსუნე, ხან რომელს. სისუფთავის და აი რაღაცნაირი სურნელი აქვთ სუყველას, ლაღიც, მხიარულიც, თავისუფალიც, უდარდელიც.. აი რა უნდა ხო სუნამოს დასხმას? სანამ გარეთ გახვალ, ერთი შესხურებაა სულ.. ისე მომინდა სუფთა და ლამაზი ტანსაცმელი ჩამეცვა, მაკიაჟიც გამეკეთებინა და სუნამოც დამესხა... რა ბედნიერებაა ცხოვრება ასეთი პატარა დეტალებით:(((

კიდევ იცით რა მენატრება? ჩემი საფულე. ჩემს საფულეში ფულს, პირადობის მოწმობას და რამდენიმე კარტას ერთი ბლესკის სუნი აქვთ. იმიტომ რომ ბლესკებთან ერთად ვდებ. აი ხო არაფერი, ხშირად ანგარიშმიუცემლად შუა ლექციაზეც ამომიღია სარკე და ბლესკი და ჩუმად წამისვამს _ აი ეგეც ბედნიერებაა მგონი :(
ბედნიერებაა, როცა საკუთარ თავს ეპრანჭები და სარკეში ჩახედვა გიხარია!

იმაზე წუწუნით უკვე ტვინი წავიღე როგორ მენატრება გარეთ გასვლა, სუფთა ჰაერის სუნთქვა, მიწაზე ფეხის დადგმა..ძალიან მენატრებიან ჩემი მეგობრები და ჩემი ბიჭი მენატრება კიდე:( ჯიპა მენატრება :(((

გუშინ ვფიქრობდი, რომ უკვე ზედმეტად ვწუწუნებ და სინამდვილეში დიდი არაფერი ხდება. ბოლოსდაბოლოს ბევრი ადამიანი ჩემზე უარეს დღეშიც აღმოჩენილა. აბა ერთი წელი ვყოფილიყავი სახლში ჩაკეტილი და მეფიქრა, რომ ცხოვრება დამთავრდა! აი მაშინ გენახათ ნევროზი... მაგრამ ალბათ ჯერ ყველაფერს დავიკიდებდი საკუთარი თავის ჩათვლით, მერე, როცა მივხვდებოდი, რომ ცხოვრებას მაინც ვაგრძელებ, ყველაფერს თავიდან დავიწყებდი. ამ ერთ წელიწადში მივხვდებოდი საიდან იწყება თავი.