ახალ წელს პირველ რიგში
მანდარინების სუნით ვგრძნობ. წარმოიდგინე, მიდიხარ ქუჩაში, ცა
მოჟამულია, ხელები
ჯიბეებში, ყურებში
ნაუშნიკები, ძირს იყურები, სადმე
ტალახში რომ არ ჩახტე შემთხვევით და უცებ, სახეში რაღაც
ნარინჯისფრად განათებს - ახედავ, სურნელი გცემს,
მანდარინებია - მოხუცი ბებო გაჩეჩებს. რა თქმა უნდა,
ვყიდულობ! (მართალია მერე სულ მავიწყდება ჭამა, სანამ
დედა არ გამომილაგებს,
გამიფრცქვნის და
ცხვირწინ არ დამიდებს, მაგრამ მაინც).