Monday, October 19, 2009
ჩემი 5 ოცნება
მოკლედ,
ოცნება #1. ჩემი ბავშვობისდროინდელი ოცნებაა ვყოფილიყავი ჟურნალისტი, მჭეროდა მიკროფონი, კამერის წინ მელაპარაკა, სარკის წინ ვჯდებოდი ხოლმე, ვიღებდი სავარცხელს, იქვე ფურცლებიც მელაგა (ჩემივე ჩამოწერილი გეგმა მქონდა რა რის მერე მოდიოდა) და მთელ ჩემს ”არხს” მე განვაგებდი. რატომღაც მეგონა, რომ სარკის სულები (თუ ასეთი რამე არსებობს რომელიმე ზღაპარში :)) ) მისმენდნენ. ნუ, ეს ოცნება ნაწილობრივ უკვე ამიხდა.
ოცნება #2. მთელ მსოფლიოში მოგზაურობა. არ ვითხოვ მაინცდამაინც ”ჰილტონის” სასტუმროებში დაბინავებას, ჰოსტელვორლდიდანაც მშვენივრად ვახერხებ ჰოსტელის დაბრონვას (მართალია მთლად იმავე ქალაქში ვერა, სადაც მივდივართ, მაგრამ მაინც:))) ). ახალგაზრდული ჰოსტელები უფრო მოსახერხებელი, საინტერესო, მხიარული და რაც მთავარია იაფია. ასე რომ, მოგზაურობა მინდა.
ოცნება #3. ნამდვილი სიყვარულის პოვნა. იმედია არ დამცინებთ, შეიძლება უკვე მოძველდა ამაზე ფიქრი, მაგრამ მაინც, თუ ოცნებაა ოცნება იყოს. :|
ოცნება #4. წითელი ”ჟუკი” მინდა. ზედ რამეები რომ ეხატოს, ისეთი. მაგალითად, ენაგამოყოფილი მზე, დიდცხვირიანი მთვარე, ყვავილები, სმაილები, ძაღლები და კატები. ვარდისფერი დათუნიები. მოკლედ, თუნდაც გაუბედურებული, ოღონდ წითელი ”ჟუკი”.
ოცნება #5. ბავშვობაში წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ გადმომცემდნენ ოსკარს ნებისმიერ ნომინაციაში. ტექსტიც კი მქონდა მომზადებული და ინგლისურად, სხვათა შორის. ცოტა შემეცვალა ოცნება, ახლა პულიცერის პრემია მინდა:))))
რავი, ჩემი ოცნებები ესაა.... :)))
ვთაგავ ეკააააას
Friday, October 16, 2009
Here and now, maaan! :)));)
ჰო, ჰო, დღეს და ახლა. აი ზუუუუსტად ამ წუთში! იცით როგორი უუუბედნიერესი ვარ???? მთელ მსოფლიოში ბედნიერი! და ყველაზე ყველაზე მეტად მინდა რომ ჩემნაირად ბედნიერები მინდა იყოთ ჩემი მეგობრები! ძალიან მიყვარხართ, დედას გეფიცებით, მართლა! ჰო, ნუ ეხლა რატომ... ;) (ნუ, ჟურნალისტები უკვე ოთხი წელია რაც მიგვაჩვიეს, რომ დაუსაბუთებლად არც ერთი სიტყვა არ ვთქვათ, მე კიდევ ეეეეეეეეეხლავე დაგისაბუთებთ რატომ ვარ ძალიან ბედნიერი!)
წუხელ, ღამე, ანიმ და ირინკამ მომატყუეს (ტუტუცებიიიიი), რო ხვალო ანამ თქვაო რო წერა გექნებათ და ყველანი მოდითო, ნუ კაი, რაღას ვიზამდი, ძალიანაც მეწყინა რომ ჩემს დაბადების დღეზე მაინცდამაინც 7–დად უნდა გავჭრილიყავი. თან, მით უმეტეს, რომ ერთ ძაააალიან საინტერესო სემინარზე ვიარე, დოიჩე ველეს აკადემიამ მოაწყო და მის ფარგლებში ერთი გადაცემაც გავაკეთეთ, რომელსაც ძალიან მალე დავდებ ბლოგზე, ხოდა ზუსტად ამ სემინარზე მეჩქარებოდა, უფრო კონკრეტულად კი, ჩემი სიუჟეტისთვის ტექსტი უნდა დამედო. ტექსტი კი მქონდა დაწერილი, მაგრამ ნუ გახმოვანების გარდა, ჩვენს ტრენერთან უნდოდა გადამოწმება. ხოდა ნუ მოკლედ, ხომ ხვდებით არა, ჩემს სიტუაციას, თან ჯიპაში წერა, თან დოიჩე ველეს სემინარზე ერთი ამბავი, მოკლედ მეთქი პარასკევი ნეტა უკვე საღამო გათენდეს თქო ვფიქრობდი. ხოოოდა, გაიიზ, მივედი ჯიპაში და ჯერ ლექციის მერე დიიიდი ტორტი დამახვედრეს!!!!!!!!!!! სუუუულ ცოტათი კი მართლა გავიფიქრე, ნეტა ანი ხო არ მატყუებს და ჩემი გამოტყუება უნდა ჯიპაში თქო, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რა სისულელეა თქო. თურმე სად ბანაოოოობ :))))))))))) ნუ აი რა ვქნა, გინდა ჭორაობაში ჩამითვალეთ და ჟურნალისტისბლოგსესარუნდაეკადრებოდეს პონტში მაგრამ უნდა ვთქვა!!! ვგიიიიიიიჟდები ჩემს ჯგუფელებზე!!!!! (ნუ ანიჩკა კონკურსგარეშეა!) გშურდეთ ჩემი რომ აი ასეთი უუუძალიანმაგრესი ჯგუფი მყავს!!!!! გავგიჟდი რამდენი სისულელე ვიბურტყუნე არ ვიცი, ის ტორტი რომ დავინახე და სანთელი რომ ჩავაქრე!!!
მერე სემინარზე ვიყავი. ბოლოს და ბოლოს, ის გადაცემა დავამონტაჟეთ როგორც იქნა, თან როგორ უკირკიტებენ ყოოოოველ წამს!! გადავირიე! ყოველი სიტყვა მასწორებინეს! მაგრამ, თქმაც არ უნდა, რომ ეს სემინარი ყველაზე გამოსადეგი სემინარი იყო ჩემს ცხოვრებაში, და საერთოდაც, "კას"–ის ოფისი, ყოველთვის ძალიან კარგ სემინარებზე მიწვევს ხოლმე!!! ( www.kas.de/kaukasus ) აი აქ შედით ხოლმე ხშირად და სემინარების შესახებაც უფრო მეტს გაიგებთ ;). ხოოოდა, გადაცემის ყურება რომ დავამთავრეთ, მარკუსმა (ჩვენმა ლექტორმა), შამპანური გააძრო, თუ ეს პატარა გოგო არ გვპატიჟებს სასმელზე, ჩვენ დავპატიჟოთო :)))) (როგორც გითხარით, ამ გადაცემას ცოტა ხანში ავტვირთავ;)).
ნუ, მოკლედ, ასე. მერე აღარ მოვყვები, საკუთარმა დაქალებმა რა გამიჩალიჩეს :)))))))) ან ჩემს კაცთან როგორი დრო ვატარე :))))))
მაგრამ ეს დაბადების დღე იყო ჩეეემს ცხოვრებაში ყვეეეეეეეეელაზე საუკეთესო!!!!!!!!!!!!!!
და, პირველ რიგში, მადლობა ჯიპას, რომ ასეთი საუკეთესო ჯგუფელები მყავს :)
Monday, October 12, 2009
ანგარიში ანას :)))
დღეს ერთი საინტერესო სემინარი დაიწყო. სემინარს "DW academy" ატარებს და საგამოძიებო ჟურნალისტიკას შეეხება. სხვა არაფრისმომცემი სემინარებისგან განსხვავებით, სადაც მონაწილეები ვხმაურობთ, ერთმანეთს თავ–პირს ვალეწავთ და ყველას 1–2 საათისთვის გვეჩქარება (ამ დროს ნებისმიერ აჯენდაში, როგორც წესი, სადილი უწევს ხოლმე), აქ მთლიანად პრაქტიკულ სამუშაოს ვასრულებთ.
დღეს ჩამოვყალიბდით როგორც რედაქცია, გავინაწილეთ ფუნქციები და ავირჩიეთ საკვლევი თემა. თემა შეეხება ტალიავინის დასკვნას და ამაზე ქართული მხარის რეაქციას, უფრო კონკრეტულად კი, ოტო ლუხტერჰანდტის მიმართ მედიის ბრალდებას, რომ მას "გაზპრომი" აფინანსებს, (ბატონი ლუხტერჰანდტი ტალიავინის კომისიის ერთ–ერთი ექსპერტია). ეს ამბავი ქართულმა საინფორმაციო სააგენტო "ექსპრეს–ნიუსმა" გაავრცელა, ოღონდ რა წყაროზე დაყრდნობით კაცმა არ იცის; თემა ასევე მოიცავს ქართველი პოლიტიკოსების შეფასებებს და საქართველოს კომისიისა და ტალიავინის კომისიის დასკვნების შედარებას. ასევე გამოსაკვლევ თემაში მოხვდა გერმანიის საელჩოს მათივე ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც ქართულ მასმედიას ადანაშაულებს ტალიავინის კომისიის დასკვნის არასწორად გაგებაში და ფაქტების დამახინჯებაში და მოუწოდებს, დაიცვან სიზუსტე და მიუკერძოებლობა, არ იქცნენ რომელიმე მხარედ.
მოკლედ, ვაკეთებთ 15 წუთიან გადაცემას, სადაც 2 სიუჟეტი და ერთი ინტერვიუ სტუმართან შევა. ჩემი აზრით, საინტერესო გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღეს საშინლად დავიღალე (მთელი ერთი საათი პარლამენტში გვჩხრეკდნენ, სანამ შოთა მალაშხიამდე მიგვიშვეს), სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება ჩემთვის ამ სემინარის გაგრძელება.
იმედი მაქვს, რომ მთაწმინდის ფორუმის გამოტოვება ჩემი სასიკვდილოდ მნიშვნელოვანი "გამაზვა" არაა და ზარატუსტრა მაპატიებს :)) (ზურა, არ დააკომენტარო:))) ).
see you guys on Thursday and have a nice Forum-days. ;) :P
P.S. და რაც შეეხება ჩემს B-day ტორტს... მმმ, ან ხუთშაბათს მოვიტან, ან პარასკევსვე საღამოს :P
Thursday, October 8, 2009
შარვალი მაგრად შეიკარი, კინჩ! არადა ვინ იცის, რომელ სიფილისიანს ეცვა... :))))))))
არადა, ყველას გირჩევთ, ვისაც კარგი იუმორი გიყვართ. წაიკითხეთ :P
ჯერ ერთი სტილი _ დინამიკური, ექსპრესიული, ემოციებით დატვირთული _ არ მოგცემს საშუალებას თვალი წამით მაინც მოაცილო ფურცლებს _ იბნევი იმდენი ვიღაცის ფიქრი გადადის და გადმოდის ერთმანეთში, ვერ გაარკვევ რა შეფასებაა, რა _ რეალობა. ულისე ჰომეროსის "ოდისეას" თანამედროვე პაროდიაა, ოდისეას სხვადასხვა ეპიზოდები აქ სულ სხვა სიტუაციებში, სხვა მოქმედი პერსონაჟებით, აბსოლუტურად სხვა სიუჟეტითაა წარმოდგენილი. ერთადერთი რაც გამაერთიანებელია _ ეს განწყობაა. განწყობაა დუბლინის სასაუზმეში, ძველ კოშკში, სადაც სტივენ დედალოსი და ბაკ მალიგანი ცხოვრობენ.. განწყობა და პაროდია _ ეს ყველაფერი ადამიანების შინაგან კონფლიქტთან, სევდასთან, ამბიციებთან ერთად...
ეს "ულისეა".
I'm lovin it!
რა თქმა უნდა, მეც ძალიან მიყვარს. ან ვის არ უყვარს ჩიზი, ფრი, კოკა-კოლა და მაკ-ფლარი _ მაკ-დონალდსის მენიუ. თბილისში მაკ-დონალდსის სამივე რესტორანში უამრავ ბავშვს ნახავთ. აქ მათთვის გემრიელი საჭმელიცაა, გასართობიც და სათამაშოც. და ერთი დეტალიც _ ყველა ლანგარს თან ახლავს სარეკლამო ფურცელი, სადაც დეტალურადაა ჩამოწერილი ყველა სენდვიჩის და დესერტის კვებითი ღირებულება. აქვე თანდართულია დიეტაც, თუ როგორ შეგიძლია იკვებო ფასტ-ფუდით ისე, რომ წონაც შეინარჩუნო და ჯანმრთელობაც არ დაიზიანო.
მიუხედავად ამისა, ექიმები მაინც წინააღმდეგები არიან ასეთი ტიპის კვების სხვადასხვა მიზეზების გამო. მაშინ რატომ უწევს მაკ-დონალდსი ასე აქტიურად თავის პროდუქციას პროპაგანდას, რომ ის არათუ უსაფრთხო, სასარგებლოც კია ჯანმრთელობისთვის?
ისე, როგორც ჩემი ერთი მეგობარი ხუმრობით აღნიშნავს, მაკ-დონალდსის ერთადერთი დადებითი მხარე ისაა, რომ ყველგანაა და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეგიძლია მათი ტუალეტებით ისარგებლო.
მოკლედ, არის თუ არა მაკ-დონალდსის მენიუ სასარგებლო როგორც მოზრდილებისთვის, ისე და მით უმეტეს პატარებისთვის?
Wednesday, October 7, 2009
no wedding? no sex :P
მართლა გულით გამეხარდება, თუ ეს თემა აღარ იქნება აქტუალური თუნდაც ჩვენს 20 კაციან ჯგუფში (თუმცა სამწუხაროდ ეჭვი მეპარება ამაში). მაგრამ ჩვენი 20 კაციანი ჯგუფი მთელი საზოგადოება მაინც არაა.
რატომ არ ვლაპარაკობთ ხმამაღლა ამ ანომალიაზე? რატომ არის ჩვენს "ევროპულ" საზოგადოებაში მიუღებელი, საჩოთირო, ზოგჯერ ირონიული ღიმილის მომგვრელი ეს თემა?
მეორე კურსზე, როცა მარინა ვაშაყმაძე ახალი ამბების ჟურნალისტიკას გვიკითხავდა, ერთ-ერთი ნიუსრუმის დროს, გვკითხა, რომ რა გაწუხებთ დღეს ახალგაზრდებს, რა გაინტერესებს ყველაზე მეტადო. ჯერ სიცილით ვთქვით, ქალიშვილობის ინსტიტუტზე გვინდა დავწეროთო, ხუმრობით, ნუ მერე ეს თემა ერთხმად გავიდა. ერთი რესპონდენტი გვყავდა, ფსიქოლოგი ზურა მხეიძე, რომელიც მართლა გაოცდა, ნუთუ ეს თემა ისევ აქტუალურიაო.
კი, აქტუალურია. მით უმეტეს, როცა ქართველი გოგონების უმეტესობა მომხრეა ამ ტრადიციის შენარჩუნების, "აყვავების და გაფურჩქვნის".
რატომ უნდა იყოს ეს თემა მუდმივად ტაბუირებული?
არ ვაპირებდი ამაზე დაწერას, მაგრამ "ანანოს თაროს" ჩხრეკისას წავაწყდი ერთ ფრაზას, საქართველოში რა დროს ჰომოსექსუალების პრობლემებზე საუბარია, ჯერ ქალიშვილობის ინსტიტუტი ვერ მოგვიშორებიაო (დაახლოებით ასეთი შინაარსის...)
ამ თემაზე დიიიდი პოსტი "პრე-ჯიპას" ხანაშიც მქონდა მიძღვნილი, აქვე დავლინკავ ამასაც მაშინ.
Tuesday, October 6, 2009
who's that guy?
who's that guy?
ნიაგარა ზიმბაბვეში, ბობ მარლი სამხრეთ აფრიკიდან, მაჰათმა განდი ინდოეთის პრემიერ-მინისტრი_ მოკლედ, ცოტა ხანში ლექციიდანაც გამაგდებდნენ მსგავსი სისულელეების ფრქვევა კიდევ რომ გამეგრძელებინა.
ეს "სახალსო" საუბარი იმით დაიწყო, რაც ლექტორმა გვკითხა, თუ ვინ იყო ზიმბაბვეს პრეზიდენტი. ნუ, რა თქმა უნდა, ამას უფრო მეტი "სახალისო" რეპლიკებიც მოჰყვა სხვებისგანაც და ჩემგანაც, მაგრამ ეს არაა ეხლა საინტერესო.
ეს ამბავი იმიტომ წამოვიწყეთ, რომ მანამდე ვუყურეთ ვიდეოს, სადაც ერთი ქალბატონი ხსნიდა რატომ (და როგორ) არ ინტერესდებიან ადამიანები სხვა ქვეყნების მოქალაქეების ცხოვრებით, მათი ახალი ამბებით.
არის თუ არა იგივე სიტუაცია საქართველოშიც? დღეს ვისაც შევხვდი, ზოგს ვკითხე ზიმბაბვეს პრეზიდენტი ვინაა-თქო, ზოგს ვკითხე მუგაბე ვინ არის-თქო, (რომელიც მანამდე არც მე ვიცოდი), ჰოდა მოკლედ, გავიგე, რომ არავინ არაფერი იცის.
არ ვიცი, ჩემი არ იყოს, ვის რამდენად რცხვენია, რომ რაღაცები არ იცის მსოფლიოს ისტორიიდან (და არა მარტო ისტორიიდან, recent news-ებიდანაც), მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ამ საკითხზე, მინიმუმ, ქუჩის გამოკითხვის ჩატარება აუცილებელია.
მაშ, გვაინტერესებს თუ არა ქართველებს უცხოეთის ახალი ამბები? და თუ ჰო, კონკრეტულად რა თემები გვაინტერესებს, რა სიხშირით და რატომ.
განათლების დაბალი დონე ბავშვებში და მოზარდებში _ ნუთუ ეს არაა პრობლემური საკითხი და ნუთუ არ აღელვებს ეს ფაქტი ჩვენს საზოგადოებას?
თუკი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს დავუჯერებთ, ქართველი მოზარდების ნაკითხობის დონე ძალიან დაბალია და დაახლოებით 50 ქვეყნის მონაცემებიდან საქართველო ბოლო ათეულში შედის.
ეს ალბათ საგანგაშო ციფრია, თუმცა მხოლოდ სოციალური რეკლამების ჩვენებით. ისიც, ბავშვებისთვის აბსოლუტურად უინტერესო არხზე და შეუფერებელ დროს, (ხშირად ამ რეკლამებს ღამის 12 საათიდან ატრიალებენ), პრობლემა არ აღმოიფხვრება.
საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად არის სოციალურ თემატიკაზე მიძღვნილი სიუჟეტები, თუმცა მხოლოდ იმ თემებზე, რომლებიც უშუალოდ ისევდაისევ პოლიტიკას უკავშირდება.
განათლების დაბალი დონე ბავშვებში და მოზარდებში _ ნუთუ ეს არაა პრობლემური საკითხი და ნუთუ არ აღელვებს ეს ფაქტი ჩვენს საზოგადოებას?
ამ პრობლემას უნდა აგვარებდნენ მასწავლებლები, რომლებიც კლასგარეშე საკითხავ მასალას მისცემდნენ ბავშვებს, სკოლის ფსიქოლოგი _ რომელთანაც ინტენსიური ურთიერთობა ექნებოდათ მოსწავლეებს, აგრეთვე ტელევიზია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს არასრულწლოვნებზე.
ვის კომპეტენციაში შედის ამ საკითხზე ზრუნვა? როგორ შეიძლება მათი წიგნით დაინტერესება?
არის თუ არა მიღებული ჰარი პოტერით და სხვა მსგავსი "ლაითი" (ნუუ, ვისთვის როგორ) ზღაპრებით კითხვის დაწყება, როგორც ზოგი მიიჩნევს, თუ ასეთი ლიტერატურით ბავშვს მხოლოდ გავრყვნით, "ქრისტეს გზას გადავაცდენთ" სხვა ბევრ მარაზმს გავუკეთებთ და ა.შ.?
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ღირს თუ არა ამ თემის წამოწევა მედიაში?